ლევან დავითაშვილი – ჩვენი პოლიტიკა მიმართულია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე

მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი პოლიტიკაც მიმართულია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სწრაფი ურბანიზაცია და კლიმატის […]
თიბისის ტექსკოლის ერთი წელი

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული […]
დიმიტრი მედვედევი – რუსეთმა, შესაძლოა, აშშ-ის მტრებს იარაღი მიაწოდოს – დაე, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას იმ სახელმწიფოების ობიექტები, რომლებიც კიევს იარაღს აწვდიან

რუსული იარაღი შეიძლება მიეწოდოს შეერთებული შტატების ნებისმიერ მტერს, რაც უკრაინის შეიარაღებაზე სიმეტრიული პასუხი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს პასუხს რუსეთზე თავდასხმის მიზნით კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე. „ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. […]
ბექა ლილუაშვილი – პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა

პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს […]
ხატია დეკანოიძე – კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, ასევე დახმარების გადახედვა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა – შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ

კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, ასევე დახმარების გადახედვა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოაშორონ და რუსეთსა და ჩინეთს „ჩააბან”. „ჩემთვის ეს არის კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, რადგან, რა თქმა უნდა, ეს […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – 9 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 9 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი – რუსთავში. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ავსტრია-უნგრეთის ბოლო იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილს, 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩს გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებასა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას […]
თეონა აქუბარდია – ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს

ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან პასუხი უნდა აგოს ამაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. აქუბარდიას თქმით, „რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით ევროკავშირის მხრიდან სამ საკითხზეა საუბარი, რომელიც ცნობილი ძალიან მალე გახდება. „რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით სამ საკითხზეა საუბარი ევროკავშირის […]
რუსეთში შესაძლოა არტისტებს ჩაცმულობაზე შეზღუდვები დაუწესონ

რუსეთში შესაძლოა არტისტებს დრეს-კოდი დაუწესონ. აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო დუმი დეპუტატი ირინა ფილატოვა მას შემდეგ გამოვიდა რაც 1-ელ ივნისს მომღერალ ოლგა ბუზოვას საკონცერტო გამოსვლა იხილა. ირინა ფილატოვამ მოუწოდა კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას, შემოიღოს „სავალდებულო მოთხოვნები საჯარო წარმოდგენებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის სტილისთვის“. ფილატოვას თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ აღშფოთდა მომღერალ ოლგა ბუზოვას ღიად ვულგარული იმიჯით, რომელიც უფაში VK Fest-ზე […]
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ იმართება. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მერმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი […]