გარემოს ეროვნული სააგენტო – ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა – სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა. ამასთან, მათივე ცნობით, ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მონოლით ჯგუფი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური ინვესტიციით, მონოლით ჯგუფი ორთაჭალაში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „Monolith Green City“ აშენებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 160 მლნ ლარია. ინფორმაციის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსი 10 ჰა – ზე შენდება, ის ხუთ, რვა და თორმეტ სართულიან, ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს და 1 775 ბინას აერთიანებს. […]

გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2024 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით, 2024 წლის გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელეს, რომლებიც გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ უნდა შეასრულოს, საუბარი, […]

მიხარია, რომ ბათუმი და აჭარა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მზარდი საინვესტიციო მიმართულებაა – არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბათუმი და აჭარა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მზარდია საინვესტიციო მიმართულებით. უძრავ ქონებაში ინვესტიციებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მერმა განმარტა, რომ ყოველწლიურად არის ზრდა ამ მიმართულებით. „ჩვენთვის, ბუნებრივია, ქალაქის განვითარება ნიშნავს როგორც სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ახალი განთავსების ადგილების, ახალი სასტუმრო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას. ამავდროულად, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება სავაჭრო სფერო, თუ მომსახურების […]

4 თვეში აზოტოვანი სასუქის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა. წლების განმავლობაში აზოტოვანი სასუქები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია, რომლის წილი ოთხი თვის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში 2.5%-ია. იანვარ-აპრილში საქართველოს აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 35.2%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, თუმცა საქონლის ექსპორტის მოცულობები 33.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 45 მილიონ […]

პუტინი იმუქრება, რომ შეუძლია, იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთზე თავდასხმისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და უფლების მიცემა, გამოიყენონ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის “სახიფათო ნაბიჯია”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება. “თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე იყოს განხორციელებული დარტყმები და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ ჩვენ […]

დუგინი: საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია

კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტს იწონებს და წერს, რომ ამით მმართველი პარტია “თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს”. დუგინის მტკიცებით, ქვეყანას სჭირდება “ისეთი ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია”. “პარტია ქართული ოცნება თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველო, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, […]

“საქართველოს სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით ეს ესმის… მას სჭირდება რუსეთი….” – დუგინი

“ქართული ოცნების” ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი. “ოჯახური ფასეულობების დაცვაზე” აპელირებით დუგინი “ოცნების” ლიდერების პროპაგანდისტულ განცხადებებს იმეორებს და წერს, რომ „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს: “პარტია „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველო, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას […]

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება – “ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი”, – აღნიშნა მოსამართლემ.

საქართველოში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადება იგეგმება

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ – პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელითაც კანონის შესაბამისი ნორმა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ჩერდება. კანონპროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. „ტურიზმის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საქართველოში შემომსვლელ ტურისტს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა უნდა ჰქონდეს. აღნიშნული პირობა კი, 2024 წლის […]