20 წ. | პირველი ტესტი “ექვსი ერის” ჩემპიონთან

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, “უმცროსი ბორჯღალოსნები” შარშანდელის მსგავსად ინგლისელ თანატოლებთან თბილისში ორმატჩიან ტესტ-სერიას გამართავენ. შეხვედრები “ავჭალის” რაგბის სტადიონზე 7 და 12 ივნისს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება (დასწრება თავისუფალია). 20-წლამდელთა ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2016) უკვე თბილისშია და რევანშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, შარშან, პირველი თამაში, ინგლისმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 41:35 გაიმარჯვა, მეორე მატჩში […]
“3 კვირის განმავლობაში 122 კოლეჯის სტუდენტთან ვიწექი” – Onlyfans-ის 24 წლის მოდელი ახლა ძალების მოსინჯვას სპორტში აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, Onlyfans-ის 24 წლის მოდელმა ბონი ბლუმ გადაწყვიტა Misfits Boxing-ის ვარსკვლავი გახდეს და ძალიან უნდა ელი ბრუკის წინააღმდეგ იბრძოლოს. ბლუმ ბოლო დროს სახელი განსაკუთრებულად თავისი განცხადებებით გაითქვა. მან აღნიშნა, რომ მექსიკაში საზაფხულო ბანაკში 122 კოლეჯის სტუდენტთან ჰქონდა სექსი და ეს 3 კვირაში მოახერხა. ბონიმ ეს ყველაფერი ჩაიწერა და კონნტენტი გამომწერებს გაუზიარა. ცოტახნით ადრე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0238 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0416 ლარს შეადგენდა. […]
აქტივისტი იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს

დაკავებული ბიზნესმენი, სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს. როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ბაბაევმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. „მოსამართლემ საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი მოსამართლე შეგვხდა, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაინახა „სამართალდამცავებისგან“ არაჰუმანური მოპყრობა, ასევე ის, რომ ძალადობა, დანაშაული იყო ჩადენილი, ვიდეოჩანაწერიც […]
Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს

Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია. მისი დახმარებით, ამიერიდან, ინვესტორები აშშ-ის საფონდო ბაზრებზე სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ივაჭრებენ, რაც მათ […]
ღაზაში 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის იერიშს სკოლაზე, რომელსაც, არმიის განცხადებით, ჰამასი აფარებდა თავს

სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას ღაზის ცენტრში მდებარე სკოლაზე, რომელსაც, ისრაელის არმიის განცხადებით, თავის ობიექტად იყენებდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმა მოჰყვა არმიის განცხადებას, რომ ცენტრალურ ღაზაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებდა. საერთაშორისო მედიკოსები იუწყებიან, რომ განხორციელებული იერიშების შედეგად […]
ელჩი: რისკია, ფილოსოფიიდან “მეტი მეტისთვის” გადავიდეთ ფილოსოფიაზე “ნაკლები ნაკლებისთვის”

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით ფილოსოფიას “მეტი მეტისთვის”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. როდესაც პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, მაშინვე ვცდილობთ ისე გაკეთებას, რომ ეს პოზიტიური რეფორმები საქართველოში დაჯილდოებულ იქნას. ყოველი პოზიტიური ნაბიჯი იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. და ეს იყო ფილოსოფია, რომელიც გასულ კვირამდე გამოიყენებოდა ჩვენს EU-საქართველოს ურთიერთობებში. და მე აღვნიშნე, რომ ეს […]
ჰერჩინსკი: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, უვიზო რეჟიმის გაუქმების ალბათობა დაბალია

მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ [რუსულ კანონს] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება. რაც შეეხება […]
“ჩემო კარგებო, არ ღირს ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე არაკეთილსინდისიერი გზით “გამდიდრება” – გიორგი ფანცულაია

დღეს ტელეფონზე ზარი შემომდის, შუახნის ქალბატონისგან: ბატონო გიორგი ადვოკატი მჭირდება და თქვენთან შეხვედრა მინდა. პასუხი: ორიოდე სიტყვით მითხარით რა საკითხს ეხება და შემდეგ გადავწყვიტოთ აზრი აქვს თუ არა ქალბატონო შეხვედრისთვის დროის გამოყოფა; ქალბატონის პასუხი: “ამდენი” წელია თაღლითობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ უფრო მეტი ფული წინა ადვოკატებში დავკარგე, რადგან წინა ადვოკატები მპირდებოდნენ, საქმეს გამოიძიებდნენ და დამნაშავეს ბრალს […]
მაკრონი მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ სამშვიდობო სამიტში – აცხადებს მაკრონის ოფისი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის, სერჰი ნიკიფოროვის თქმით, 15-16 ივნისის სამიტში მონაწილეობის მიღება დაადასტურა 107-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოიპოვებს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას იმ პირობებისთვის, რომელთა შესრულებასაც აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ომის დასასრულებლად. აშშ სამიტზე […]