ღაზაში 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის იერიშს სკოლაზე, რომელსაც, არმიის განცხადებით, ჰამასი აფარებდა თავს

სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას ღაზის ცენტრში მდებარე სკოლაზე, რომელსაც, ისრაელის არმიის განცხადებით, თავის ობიექტად იყენებდა -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო.
ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმა მოჰყვა არმიის განცხადებას, რომ ცენტრალურ ღაზაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებდა. საერთაშორისო მედიკოსები იუწყებიან, რომ განხორციელებული იერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა დიდია.
ისრაელის არმიის განცხადებით, მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სკოლაზე, რომელსაც გაეროს სააგენტო ამუშავებს პალესტინელი დევნილებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს