1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0238 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0416 ლარს შეადგენდა. […]

ალეგრის “ლაციოში” მუშაობის პერსპექტივა არ მოსწონს და პრემიერ ლიგისკენ იმზირება

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსიდან” დათხოვნილი მასიმილიანო ალეგრი სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზის აღებას არ გეგმავს. გავრცელებული ცნობით, “შეშლილ მაქსს” სამსახურს “ლაციო” სთავაზობს, თუმცა რომაულ გუნდში მუშაობის პერსპექტივა არ ხიბლავს, “მილანმა” კი არჩევანი პაულო ფონსეკაზე გააკეთა. ალეგრის უნდა, რომ მუშაობა პრემიერ ლიგაში განაგრძოს და წინადადებას ახლა სწორედ ინგლისიდან ელის.

ალესანდრო ნესტა სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა სერია A-ს ბინადარ “მონცას” ჩაიბარებს. მხარეები მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება. 48 წლის დამრიგებელი ბოლოს სერია B-ს “რეჯიანას” ავარჯიშებდა. რაც შეეხება “მონცას”, გუნდს გასულ სეზონში რაფაელ პალადინო მოძღვრავდა, რომელმაც “ფიორენტინაში” გადაინაცვლა.

ჯო ბაიდენი – ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება, მისი მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან, მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება – ამას ვერ დავუშვებთ!

აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა – ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, შანკევანი, საგურამო, ბიწმენდი; 13:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე – მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, […]

დავით ნარმანიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში. სემეკის ინფორმაციით, სემეკის თავმჯდომარის მოდერატორობით გამართულ პანელურ დისკუსიაში, მონაწილეებმა განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციის თანახმად, დავით ნარმანიამ დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრა განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოს პოტენციალსა და ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა […]

კანცლერი შოლცი დეპორტაციის წესების გამკაცრების პირობას დებს

მას შემდეგ, რაც გერმანიაში არაერთხელ დაფიქსირდა, იმიგრანტების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, რიგ შემთხვევაში კვალიფიცირებული როგორც ტერორიზმი, კანცლერი ოლაფ შოლცი გეგმავს, რომ გაამკაცროს დეპორტაციის და საიმიგრაციო წესები. გერმანიის კანცლერმა პირობა, დეპორტაციისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მას შემდეგ დადო, რაც პარასკევს ავღანელი მამაკაცი თავს დაესხა ექვს ადამიანს, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს. თავდასხმის იარაღად დანა […]

სოზარ სუბარი – თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, საქართველოს მოქალაქეები კი 30 წელიწადია დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან, მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ

პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ, რაც ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. სუბარის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან დახმარება […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის – ზურაბ ავალიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, დიპლომატის, იურისტისა და ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ახალი გამოცემის – „ზურაბ ავალიშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი“ – ავტორი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძეა. მათივე ინფორმაციით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის […]

მამუკა ხაზარაძე გორში მეწარმე ქალებს შეხვდა

პარტია „ლელოს“ კამპანია რეგიონული შეხვედრები გრძელდება. დღეს პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ლელოს” გორის ოფისში მეწარმე ქალებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „ყოფით და სოციალურ პრობლემებთან ერთად, მთავარი წუხილი, რაც შეხვედრაზე გამოითქვა, არის რუსული ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ საქმიანობას, განვითარებას და ზოგადად, დასავლური კურსის ცვლილების გამო, ქვეყანას რუსეთის სივრცეში მოაქცევს. […]