“40 წელია მას ვიცნობ, 40 წელია მაშფოთებს, ის არაა წესიერი ადამიანი” – ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ABC News-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა ჟურნალისტ დევიდ მიურმას კითხვას, ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ომში მონაწილეობას ნიშნავს, პასუხობს და ამბობს: “40 წელია მას ვიცნობ. უკვე 40 წელია მაშფოთებს. ის არაა წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ყველანაირად ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს, ამავე დროს კი შეტევას აგრძელებს. არ ვსაუბრობთ იარაღის მიწოდებაზე […]
ჰერჩინსკი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების ზრდას არ გამორიცხავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოელის, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გაზრდის, თუმცა მისი თქმით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. “მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ დავრჩეთ. გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ამ პრობლემას დავძლევთ. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, […]
ნოდარ ხარშილაძე – არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ და მერე იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს – „ქართულმა ოცნებამ“ ფსონები აწია, ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ხალხს არ ეშინია

„ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავიდა – ის პატარა რაოდენობა ხალხისა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ადვილად ჩანაცვლდება ხალხით, რომელსაც ყველაფერზე წამსვლელების არ ეშინია, -ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუ რუსეთი საქართველოში შემოვა „პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მოიშორებენ, რადგან მას არ ენდობიან“. გარდა ამისა, მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]
გიორგი გახარია – „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირებისა და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, შედეგს ვერ მიაღწევენ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო […]
კრემლი ამბობს, რომ კიევის მხარდამჭერები საპასუხო შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან

ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რათა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას დაარტყან, ნამდვილად საპასაუხო შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. ვლადიმირ პუტინმა მანამდე თქვა, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით, დასავლეთის მტრების შეიარაღებაზე ფიქრობს. ოთხშაბათს, სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების უფროს რედაქტორებთან საუბრისას, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვი ფიქრობს დასავლეთის მტრებს მთელ მსოფლიოში მიაწოდოს მოქმედების დიდი რადიუსის მქონე […]
მთავრობა დონორების ფულით ღუმელებს აწარმოებს, ქალებს სათბურებს უფინანსებს – “რუსული კანონის” გავლენა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებზე

სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დონორების დახმარებით რამდენიმე პროექტს გეგმავენ. სააგენტოს დირექტორის მოადგილე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე UNDP-ის, GIZ-ისა და UN WOMEN-თან თანამშრომლობენ.
ჰერჩინსკი: ვეცდებით, ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც ვაძლევთ მთავრობას, არასამთავრობოებზე გადამისამართდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე, აქ ვრჩებით. ჩვენ გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა გადაილახება. ჩვენ ძალიან მომთმენები ვართ, ველოდებით საქართველოს. საქართველომ მიიღო კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, რაც იყო ისტორიული მიღწევა. თუ მეკითხებით, დაიკარგება თუ არა ზოგიერთი დაფინანსება, სხვები გადამისამართდება ან შეჩერდება, […]
არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას – დაარტყამს, თუ არა, უკრაინა მოსკოვს ამერიკული იარაღით?

მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის 80 წლის იუბილეზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას თავდაცვაში და არ მისცემს უფლებას პუტინს ამით მთელ ევროპას დაეხმაროს. “მოძალადეებთან დანებება, დიქტატორების წინაშე თაყვანისცემა უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავივიწყებთ იმას, რაც მოხდა აქ ამ წმინდა სანაპიროებზე”, […]
“თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ, თითქოს ვჩაგრავთ საქართველოს… ეს განცხადებები ესმით ბრიუსელში” – ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, ბრალდებები თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები. ეს განცხადებები ძალიან […]
ლარის გაუფასურება გრძელდება

ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 7 მაისის ოფიციალური კურსით, დოლარის მიმართ ლარის ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 2.87 თეთრით და ღირებულება 3.0703 ლარი გახდა.