“ბევრი რამ, რაც ითქვა ევროკავშირზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე, დასმული კითხვების პასუხად საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მან წუხილი გამოთქვა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე და განმარტა, რომ ევროკავშირი არ ერევა პარტნიორების საშინაო საქმეებში, მისი სიტყვებით მოქალაქეებმა მათ შორის ახალგაზრდებმა თავისი არჩევანი 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე უნდა გააკეთონ. […]

“გადადეთ თქვენი ფარშევანგა ეგოები და ალესილი კლანჭები ცოტა ხნით გვერდზე… ტეხავს” – ბაია პატარაია

ყველა, ვინც ეხლა პოზიორობს, ფეხბურთელებს ზემოდან უყურებს და ქცევას უწუნებს, უბრალოდ ცდილობს მათზე უკეთესი გამოჩნდეს რაღაცაში. ესაა მორალისტობა, იაფფასიანი კეკლუცი და ვნება, რომ ვინც აამაღლეთ ერთი თვის წინ, ახლა დაამციროთ. ამ ხალხს სჭირდება გაფრთხილება და თანადგომა თამაშის წინ და გადადეთ თქვენი ფარშევანგა ეგოები და ალესილი კლანჭები ცოტა ხნით გვერდზე, თუ შეიძლება. ტეხავს…

„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით, არის „ომის პარტიის“ და დასავლეთის კონკრეტული ძალების „მეგობარი აქტი“ და არა ქართველი ხალხის და ამომრჩეველთა უმრავლესობის „მეგობარი აქტი“

„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით, არის „ომის პარტიის“ და დასავლეთის კონკრეტული ძალების „მეგობარი აქტი“ და არა ქართველი ხალხის და ამომრჩეველთა უმრავლესობის „მეგობარი აქტი“ „კონგრესში ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა. […]

პაველ ჰერჩინსკი – ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ იმაზე, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ – ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს, აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ

ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს. “საშუალება მომეცით თქვენ და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში […]

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ არის დაკავებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებით არ არის დაკავებული. ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობდა, მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან. “როგორც ევროკავშირი, ჩვენ რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ ვართ დაკავებული. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ახლანდელ მთავრობასთან და ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რომელიც 26 ოქტომბრის, […]

საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს

ბრიუსელში, წყლის დაფინანსების (Water Financing) შესახებ რეგიონული მრგვალი მაგიდის მე-11 სესიაზე, საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების რეგიონულ შეხვედრასა და სხდომის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე […]

ათობით ადამიანია მოკლული ღაზაში სკოლაზე თავდასხმის შედეგად

ისრაელმა ღაზაზე მორიგი შეტევა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე სკოლა იყო, სადაც ისრაელის თქმით “ჰამასის” 30 მებრძოლი აფარებდა თავს. “ჰამასი” ამბობს, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად, 40 ადამიანია მოკლული, მათ შორის, ქალები და ბავშვები. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა გაეროს ეკუთვნოდა და იქ დევნილი ხალხი აფარებდა თავს. თავდასხმა განსაკუთრებით სენსიტიურ დროს მოხდა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, “ჰამასმა” […]

მსოფლიოს ლიდერებმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლის იუბილე აღნიშნეს

6 ივნისს, საფრანგეთში მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც დამსწრეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალების გადასხმის (D-Day) 80 წლის იუბილეზე, მან დასავლეთის ძალებს ასევე მოუწოდა, დარჩნენ უკრაინის გვერდით და არ დანებდნენ რუსეთის ტირანიას. ნორმანდიის ამერიკელ ჯარისკაცთა სასაფლაოზე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ამერიკელ ვეტერანებთან […]

მარიო რუი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

areanapoli-ს ცნობით, 33 წლის მცველი მარიო რუი “ნაპოლის” დაემშვიდობება. მარიო რუი, მისი მეუღლე და შვილები ნეაპოლში თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება სურთ და მარიომ შეიძლება კარიერა “ბენფიკაში” გააგრძელოს. ფეხბურთელმა აგენტს უკვე დაავალა ლისაბონში სახლის მოძებნა. ის “ბენფიკას” სისტემაში 2009-2010 წლებში იმყოფებოდა, მაგრამ პირველ გუნდში არ უთამაშია, “ნაპოლიში” კი 2018 წელს “რომადან” გადავიდა.

ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

2024 წლის 5 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,52 (-0.01) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73.24 (- 0.94) დოლარი/ბარელზე.