თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, დროებით, არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, პრესსამსახურში ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად. radiotavisupleba.ge
“ჯერ კედელზე სი@ის დამხატავი ხელისუფალი რა არის და იმის მომხრე რომ იქნები კიდევ, ფუი!” – ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ვახტანგ ძაბირაძემ თქვა ამასწინეებზე, ჩვენს ხელისუფლებას სუვერენიტეტი იზოლაციონიზმისგან ვერ გაურჩევიაო. ასეა ნამდვილად, მაგრამ რანაირად გინდა ეს გააგებინო იმ ხელისუფლებას, რომელიც დადის და მისდამი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების სადარბაზოებზე გინებებს წერს და სირებს ხატავს? თან ამას კი არ მალავს, აქეთ გვეტრაბახება, რომ გვიტრაკებდით, აბა რა გეგონათო. სუვერენიტეტი, იზოლაციონიზმი და ემპირიოკრიტიციზმი კი არა, ამ ძონძის […]
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,23 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 1,23 მილიონი ბარელით და შეადგინა 456,125 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,1 მლნ ბარელით და შეადგინა 238,355 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 3,2 მილიონი ბარელით და შეადგინა 122,575 მლნ ბარელი.ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ბაიდენი: “ჩვენ უკრაინას ზურგს არ შევაქცევთ”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80-ე წლისთავის ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ დანებდება რუსეთის აგრესიას – და პარალელი გაავლო მოკავშირეთა ბრძოლასთან ევროპის გასათავისუფლებლად ნაცისტური გერმანიისგან, მეორე მსოფლიო ომში. აშშ და ნატო უკრაინას “ზურგს არ შეაქცევენ” და არ მიატოვებენო, თქვა ბაიდენმა 6 ივნისს, ნორმანდიაში მიმდინარე ღონისძიებების […]
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს – სატრანსპორტო კომპანია

მათივე ცნობით, მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, პრესსამსახურში ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად.
ვარკეთილში, 2 პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა. იური კალანდარიშვილს ბრალდება ოფიციალურად დღეს წარედგინა. დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, […]
ჯო ბაიდენი – უფლებას ვაძლევთ ჩვენი იარაღი გამოიყენონ საზღვართან ახლოს, კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვაძლევთ – რაც შეეხება პუტინს, 40 წელზე მეტია ვიცნობ და 40 წელზე მეტია მაშფოთებს, ის წესიერი ადამიანი არ არის, ის დიქტატორია

ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით – პუტინს 40 წელზე მიეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. “უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს…მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ”, – განაცხადა ბაიდენმა. ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას […]
თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი გარკვეული დროით შეჩერებულია. ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტრო მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხარვეზის გამოსასწორებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა. მათივე თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა შეძლებისთანავე აღდგება.
წინასაარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენი შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ფოკუსირდება

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას არაერთ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა, მათ შორისაა ომები უკრაინისა და ღაზაში. თუკი 4 წლის წინ ჯო ბაიდენი „დაუსრულებელი ომების“ დასრულების პირობას დებდა, ამჯერად მისი კამპანიის უმთავრესი აქცენტი შიდა პოლიტიკაა
Hegelmann Georgia, საქართველოს გავლით, ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირებას იწყებს

Hegelmann Geogia, რომელიც საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Hegelamm Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით იწყებს. კომპანიის საქმიანობის შესახებ BM.GE-ს Hegelmann-ის ლოგისტიკის ხელმძღვანელი, ირაკლი სიორდია ესაუბრა. “Hegelmann Georgia გერმანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია, რაც ბაზარზე შემოვიდა და ტვირთების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვინაიდან ყველაზე დიდი […]