გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, შანკევანი, საგურამო, ბიწმენდი; 13:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე – მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, […]
გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ორგანიზებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ონლაინ-ტრენინგების ციკლი გაიმართა

გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. „ონლაინ-ტრენინგები ფარგლებში […]
რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ოთხ საათს გაგრძელდა ღამის სამი საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის საოლქო სამხედრო-ადმინისტრაციის მიერ დღეს, 7 ივნისს დილით გავრცელებული ინფომაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო […]
რუსებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსული ძალები კიევს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს, რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. “მტერი მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით უტევდა ტერიტორიას. განგაში ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა”, – განაცხადა კრავჩენკომ. მისი თქმით, ავიაიერიშის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი […]
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ წითელ ზღვაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს. ცენტრალური სარდლობის ცნობით, მისმა ძალებმა ასევე წარმატებით მოიგერიეს იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული დრონი და ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა. ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
სომხეთში, აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა

სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. აფეთქება ერევან-სევანის გზის მე-2 კმ მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა და ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული. შინაგან […]
ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და ამ თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებსაც თავად მოამზადებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება. „ხვალ დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ პროგრამას და გამოვაცხადებთ Mirage 2000 5 სერიის – ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და […]
სენატორი ჯინ შაჰინი – მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით – ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის. „მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი […]
“თუ ვინმე ფიქრობს კარგი რამ მოხდა ძაალიან ცდება” – ფოფხაძე

თუ ვინმე ფიქრობს კარგი რამ მოხდა ძაალიან ცდება.. რამოდენიმე ქართულ ფირმას ვლობირებდი ევროპულ ბაზარზე და ჩათვალეთ … ქართული ოცნება / Georgian Dream რა ვქნათ ახლა, რა ვუთხრა იმ ევროპელ პარტნიორებს, მერე რა რომ, ჩვენი ხელისუფლება დაასანქცირეს და დეიკიდეთ და ვითანამშრომლოთ მაინცო?
“მთავარია, კალაძემ იცოდა, რომ სანქციებს არ დაუწესებენ” – სამადაშვილი

რა არის სავიზო სანქცია, შინაარსობრივად? ესაა განაცხადი, რომ სანქცირებული არის აშშ-სთვის არასასურველი პირი. საქართველოსთვის, რომელიც როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველ რიგში იმიტომ არსებობს, რომ აშშ გვიდგას გვერდში, სანქცირებული ხელისუფლებით არსებობის გაგრძელება შეუძლებელია. ოქტომბრის არჩევნები გახდა რეფერენდუმი კითხვით-სურს თუ არა ქართველ ხალხს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნება. რუსული ოცნების სასარგებლოდ მიცემული ხმა კი, საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარია. მთავარია, კალაძემ იცოდა, […]