მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა […]
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. „ატლანტიკური საბჭო“ 2024 წლის თავისუფლების და კეთილდღეობის ახალი ინდექსების პრეზენტაციისთვის ემზადება და საჯარო განხილვას 2024 წლის 25 ივნისისთვის აანონსებს. იქამდე კი ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი, რომელიც 2023 წლის […]
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ფრანგულ “მეცთან” ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა კვერკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ისაუბრა. საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): […]
“მგონი, ფეხბურთელების მოკვლას აპირებენ” – პერესი აღშფოთებულია

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა Relevo-სთან ინტერვიუში გადატვირთული კალენდრის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონში “ბლანკოსი” მსოფლიო საკლუბო თასზე იასპარეზებს, მადრიდული კლუბის გარდა ტურნირში მონაწილეობას კიდევ 31 გუნდი მიიღებს. “მომავალ სეზონს აგვისტოში დავიწყებთ და ივლისში დავასრულებთ, ეს სრული სიგიჟეა. მგონი, ფეხბურთელების მოკვლას აპირებენ”, – განაცხადა პერესმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 2024 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული “მანჩესტერ […]
გერმანიის სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად ყველა გულშემატკივარს!

Roamingo გერმანიაში მიმავალ ყველა გულშემატკივარს 1GB პაკეტს ჩუქნის ქართული, სამოგზაურო ინტერნეტის აპლიკაცია Roamingo eSIM ევროპის ჩემპიონატზე მიმავალ საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს გერმანიის 1GB პაკეტს ჩუქნის. Roamingo ამ ისტორიულ თამაშებზე დამსწრე გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ინტერნეტპაკეტი წინასწარ, საქართველოში ყოფნისას გაიაქტიურონ, რათა გერმანიაში ჩასვლისას ჰქონდეთ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირი. მომხმარებლებს საჩუქრის მიღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად iPhone ან Android […]
უკრაინის საჰაერო ძალები: მასირებული შეტევისთვის რუსეთმა 5 რაკეტა და 53 დრონი გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის გამოიყენა 53 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა. ამის შესახებ დღეს, 7 ივნისს დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა. მისი ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ხუთივე რაკეტა […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის 28 დრონი გაანადგურა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ყირიმში, აზოვის ზღვის თავზე, კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროს მტკიცებით, წუხელ კიევის რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტულ თავდასხმებს“ ცდილობდა. „საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის ნახევარკუნძულზე, 8 უპილოტო საფრენი […]
7 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 7 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
უფლებადამცველებმა ჰააგაში უჩივლეს სიმონიანს, სოლოვიოვს და სხვა რუს პროპაგანდისტებს

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ(FIDH) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში(ICC) უჩივლა რუს პროპაგანდისტებს. უფლებადამცველები უკრაინის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს. FIDH-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც. გრომოვი დასახელებულია პირად, რომლის […]
I კვარტალში $455 000-ის მზესუმზირის თესლი შემოვიდა – მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში $455 730-ის ღირებულების 408.86 ტონა მზესუმზირის თესლი (მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი) შემოვიდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა: რუსეთი – $392 940-ის ღირებულების 364.90 ტონა ჩინეთი – $38 980-ის ღირებულების 22.00 ტონა უკრაინა – $4 710-ის ღირებულების 13.92 ტონა თურქეთი – $18 700-ის […]