ყაველაშვილმა ალიევისგან მილოცვა მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაველაშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნა. “გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. მჯერა, რომ ჩვენი […]

გუდაურში, ერთ-ერთ რესტორანში მოწყობილ საძინებელში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი – შსს

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში ნაპოვნია, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, […]

როთი: ვიმედოვნებ, კაია კალასი, შექმნის დინამიკას, რომელიც საქართველოს დაეხმარება

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ, უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს. ამასთან, როთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. მისივე თქმით, მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულება საკმარისი არ არის. “სამწუხაროდ, როგორც […]

მიჰკელსონი: საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს “პრეზიდენტად” დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. “საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!”, – წერს მიჰკელსონი X-ზე. *** ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა […]

“ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს” – ბიძინა ივანიშვილი

დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილი ულოცავს მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას: “ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს. დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ […]

ვიდეო: “20 წელზე მეტია საქართველოს არ ყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად გაწონასწორებული პრეზიდენტი” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ირაკლი კობახიძე ულოცავს მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვებას და აღნიშნავს, რომ 20 წელზე მეტია საქართველოს არ ყოლია პატრიოტი და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი.

„Элементарно, Ватсон!“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია: „იმედი და ნდობა ნელა, წვეთ- წვეთობით, მცირედი ფაქტებიდან გამომდინარე უგროვდება გონიერ ადამიანს. დიახ! ეს ასეა და ამისი დასტურია დღევანდელი დღის ქრონიკაც! მშვიდ, დემოკრატიულ და საქმიან ვითარებაში ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი! ფაშიზმი კი თუხთუხებდა და ემზადებოდა ბავშვებისთვის ნაძის ხის ანთების დღესასწაულის ჩასაშხამებლად საღამოს ჟამს! Элементарно, Ватсон!“

“საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – ევროპელი პოლიტიკოსები ყაველაშვილის არჩევაზე

რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი კრიტიკულად გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ არაპირდაპირი წესით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას. მათი ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმყოფება. “მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად “არჩევა” მორიგი ნაბიჯია საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის “გლაიხშალტუნგის” (ნაცისტების მოგონილი ტერმინი, რომელიც მათ მიერ გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას აღწერს – რ.თ.). მმართველი პარტია აღრმავებს დაყოფას საქართველოში, გეგმავს […]

გუდაურში, ინდური რესტორნის საძინებელ სივრცეში ნანახი იქნა 12 ადამიანის ცხედარი, 11 უცხოელია – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. შემთხვევასთან დაკავშირება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

“ოცნების” ბრიგადებმა პოლიციელები სასტიკად სცემეს – მედია

“ტვ პირველის” ცნობით, 7 დეკემბერს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, ტიტუშკების ბრიგადებს აქციის მონაწილეები ეგონათ და ისინი სასტიკად სცემეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ესენია გომელაურის ორი თანამშრომელი, ნიკა გვარაძე და გიორგი ვალიშვილი, ისინი სახეს მალავენ და დახმარების მიღების გარეშე ტოვებენ ტერიტორიას. შაბათის ეთერს, გიორგი ვალიშვილის მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სასტიკად ნაცემია, ჯერ საავადმყოფოში იწვა […]