შსს–ს უკანონო გადაწყვეტილება – რა ზიანის ანაზღაურება დაეკისრა გომელაურის უწყებას

“საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, ხოლო აეროპორტში მას უთხრეს, რომ […]
გიორგი კახიანი – გაუგებარია, პარლამენტის ერთი წევრი თუ მოხვდა სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? – ჩვენ გათავისებული გვაქვს, რომ სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ, პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება – უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის, სანქციებზე არის საუბარი, თუ რაიმე სხვა სახის ზომებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა […]
კახა კალაძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება – ეს, რა თქმა უნდა, გამართლებულია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება – ეს, რა თქმა უნდა, გამართლებულია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მსგავს პროცესებზე სახელმწიფომ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. „აქციებზე ათასობით ადამიანი იყო. იქ ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. გაიხსენეთ […]
„ღია კარის დღე“ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

„ღია კარის დღე“ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეზე“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. სასწავლებლის […]
ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ – კახა კალაძე სანქციებზე

„მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ ვნერვიულობ და ნურც თქვენ ინერვიულებთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, მისთვის სადმე წასვლა-არწასვლა პრობლემას არ წარმოადგენს. „ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა […]
უკრაინამ მაისში შაქრის ექსპორტის რეკორდი მოხსნა

უკრაინამ მაისში შაქრის რეკორდული მოცულობის ექსპორტი მოახდინა, რაც 108 ათასი ტონაა. ამავდროულად, უკრაინელმა მწარმოებლებმა ევროკავშირს მთლიანი მოცულობის 65% მიაწოდეს. შაქრის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია „უკრსახარი“ იტყობინება, რომ უკრაინამ მთლიანი მოცულობის მხოლოდ 35% გაატარა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. „30 მაისს მთავრობამ შემოიღო შეზღუდვები უკრაინული შაქრის ევროკავშირში ექსპორტზე, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩვენმა მწარმოებლებმა განაახლეს მარშრუტები არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ […]
პოლიტანოს სერიოზული მსურველი ჰყავს – იტალიელი “ნაპოლის” დატოვებაზე თანახმაა

“ნაპოლის” გარემარბმა მატეო პოლიტანო შეიძლება ზაფხულში კლუბი შეიცვალოს, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, იტალიელის გადაბირებით “რომა” ინტერესდება და “ჯალოროსიში” მისი ხილვის სურვილი პირადად რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ გამოთქვა. თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც დე ლაურენტისია, “ნაპოლის” პრეზიდენტს პოლიტანოს სანაცვლოდ 12-დან 15 მილიონ ევრომდე სურს. გამოცემის ინფორმაციით, პოლიტანომ […]
კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია – ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები BTU-სთან პარტნიორობით მასტერკლასებს ჩაატარებენ

განახლებადი ენერგიის, მდგრადი პრაქტიკების და კლიმატის ცვლილებების გარშემო, ევროპის მოწინავე ინსტიტუციები და მკვლევარები, ვებინარების სერიას იწყებენ. ვებინარები განკუთვნილია ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კლიმატის ცვლილებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის და მკვლევარებისთვის, რომლებიც გაეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს. მასტერკლასების სერია ხორციელდება ინსტიტუციური განვითარების პროექტის, 3E-Partnership-ის ფარგლებში, რომელიც BTU-ს კოორდინირებით მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, განახლებადი […]
კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემებზე – ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს

ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს. „ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო […]
“თუ ჩვენ არ გავაგზავნით საქართველოში მკაფიო, მკაცრ გზავნილს, სიტუაცია გაუარესდება” – ლატვია

საერთაშორისო კონფერენციაზე “Riga StratCom Dialogue 2024” ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთისადმი და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. მან თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო. ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება […]