არ გადაიხადა 3 098 967 ლარი – პროკურატურამ ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული – ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს. […]

VIDEO: “სოფია გაქრისტიანდა“ – კადრები რეზი არველაძის და თეონა თავართქილაძის შვილიშვილის ნათლობიდან

რეზი არველაძის რძალს მაკუნა ზედაშიძეს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. აღნიშნულ დღეს მონათლა ოჯახმა უსაყვარლესი სოფიაც, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნათლობიდან ფოტოებს Instagram-ზე Tako Ch და მაკუნა ზედაშიძე აქვეყნებენ. რეზი არველაძის რძალი მაკუნა ზედაშიძე გუშინ იუბილარი იყო. აღნიშნულ დღეს მონათლა ოჯახმა უსაყვარლესი სოფიაც, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნათლობიდან ფოტოებს Instagram-ზე Tako Ch და მაკუნა […]

დაჩი ბერაია – გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა შეიძლება იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული, ამხელა გზა გავიარო

გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა შეიძლება იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული, ამხელა გზა გავიარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებთან ამერიკის სანქციებზე საუბრისას განაცხადა. ბერაიას თქმით, აშშ-ს შეეძლო წერილობით შეეტყობინებინათ ან საჯაროდ გაეცხადებინათ დასანქცირებულების შესახებ, თუმცა ასე არ მოიქცნენ. “30-წლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არასდროს […]

ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, „ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის“ სესიაზე, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა. „სამართლიანი […]

„იცეკვე ნიკანორ, იცეკვე რა!“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას ცეკვაზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიკა მელია და ნიკა გვარამია ქორწილში ცეკვავენ. პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მათ ცეკვას ასე ეხმაურება: „ნიკანორ მელიას „ცეკვა“ შემხვდა, იცეკვოს კაცო ,აი მანდ მართლა არაფერს აშავებს, ღმერთმა შეარგოს, ცეკვავს ადამიანი ,რა არის ამაში ცუდი, ან ვისი რა საქმეა?! ნეტავ სულ ასე იცეკვოს და ბოღმით […]

“სერიოზულად უნდა მივუდგეთ… ვართ თუ არა ერთადერთი კანონმდებლები, რომლებიც კანონის გამო დაასანქცირეს?” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში, აშშ–ის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ეხმაურება და წერს: მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. […]

VIDEO: “ჩხუბობ, რატომ ჩხუბობო, ცეკვავ, რატომ ცეკვავო“ – ნიკა მელია ქორწილიდან გავრცელებულ კადრებზე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც პარტია “ახალის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია ქორწილში ცეკვავენ, ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მელია საზოგადოების ნაწილის კრიტიკას სახალისო ვიდეოთი “ტიკტოკზე“ პასუხობს: “ჩხუბობ, რატომ ჩხუბობო, ცეკვავ, რატომ ცეკვავო“ – წერს მელია “ტიკტოკზე“ და ვიდეოს აზიარებს. ცნობისთვის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ცეკვის კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა […]

საქართველო ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. „დასრულდა საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების კვლევა, რომლის ფარგლებში, შეფასდა საქართველოს სარკინიგზო სისტემის არსებული მდგომარეობა, მომზადდა ბაზრის ანალიზი სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო მომსახურების მოთხოვნის თაობაზე და ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მიზნით, შედგენილ იქნა სარკინიგზო ქსელის გეგმა, ეკონომიკურ-ფინანსური […]

რინკევიჩსი: EU-მ მკაფიო სიგნალი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსთან და დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ კრიტიკა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის საჭიროა მკაფიო და მტკიცე გზავნილები. შესაბამისი განცხადება რინკეიჩსმა Riga StratCom Dialogue 2024-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. 2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეაქცია იყო არასაკმარისი და ნელი. რინკევიჩსი […]

საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს – მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს შესაბამის სწავლებას ჩაუტარებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება. “დავიწყებთ ახალ თანამშრომლობას და უკრაინას ფრანგული მწარმოებელი Dassault-ის მიერ Mirage-2000 გამანადგურებლებს გადავცემთ და მოვამზადებთ მათ უკრაინელ პილოტებს საფრანგეთში,” – განაცხადა მაკრონმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის […]