„თელიანი ველი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივობებს აძლიერებს

ღვინის იმპორტიორი კომპანიები ამერიკაში – Georgian House of Greater Washington და Palmateer Consulting LLC „თელიანი ვინიარდს“ ამერიკის ყველა შტატში წარადგენენ მეღვინეობა „თელიანი ველი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინოს 2005 წლიდან წარადგენს და ქართული ღვინის განვითარებისათვის აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. „თელიანი ველის“ სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამერიკულ ბაზარზე წარმოდგენილი ასორტიმენტი სპეციალურად ადგილობრივი […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიის და „სემეკის” წარმომადგენლებთან გამართულ პრეზენტაციაზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წევრებმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრეს. „ჯივიპის” გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის თქმით, კომპანია ევროპულ სტანდარტებთან უფრო დაახლოებას […]

სიახლე ალდაგისგან ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლით უბრუნდება. ალდაგის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ელექტრო ავტომობილების ჭკვიანი დამტენები დაიდგმება. ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველი ჭკვიანი დამტენი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

გამყარდება თუ გაუფასურდება ვალუტა – როგორია ლარის კურსი Bloomberg-ზე

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8170 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 6 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8222 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0703 ლარია. მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დღეს სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამ მაჩვენებლებში დარჩება.

ჩვენი მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა – ეკა ყუბუსიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის” დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ეკა ყუბუსიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის ციფრულ […]

არასერიოზულია, ღიმილისმომგვრელია… არავის ეშინია… – კალაძე სანქციებზე

“ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე აშშ-ის სანქციებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ… არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ეს არის არასერიოზულია ყველაფერი, რაც […]

“მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს” – მდინარაძე სანქციებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიერ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. ის წერს, რომ ამ ამბავს „ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ“. „მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული […]

კახა კალაძე – სანქციები არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული – მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?

სანქციები არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, შეიძლება დღეს სანქციებთან დაკავშირებით ვიღაცებმა გაიხარონ და ესენი “ქვეყნის მტრები არიან”. “საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად, რა პროცესები მიდის. ეს გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო და რომელიც უკვე გაჟღერდა სანქციებთან […]

პაატა მანჯგალაძე – ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად – ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის

ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, სამოგზაურო ვიზის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია და წინ სხვა ქმედებებიც იქნება. „რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული […]

კაცს, რომელმაც დაბა ურეკში მეუღლე მოკლა, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა. „ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის […]