“ველოდები სასულიერო პირების დასანქცირებას” – პეტრე კოლხი

სანქციები ცოტაა, ერის ღალატისთვის… თავი არ უნდა გამოყონ გარეთ და ქვეყანა სამუდამოდ დატოვონ, პუტინს სთხოვონ თავშესაფარი!.. … რა დონის ნაძირალა უნდა იყო, ამერიკა გასანქცირებს იმის გამო, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობ!.. … მე ველოდები სასულიერო პირების დასანქცირებას, რომლებმაც ამბიონიდან ამერიკა და ევრობა სოდომ-გომორად გამოაცხადეს, მაგრამ თეთრი სახლის ფონზე ფოტოებს აქვეყნებენ!…
კალაძის თქმით, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია სანქციებზე საუბარი

პარტია „ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, სანქციების არავის ეშინია, არ ნერვიულობს ამ საკითხზე და ეს არ ცვლის მათ დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. მედიასაშუალებებთან კომენტარში ასე გამოეხმაურა კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვების საკითხს. მან ისაუბრა ოთხი დღის წინ გაკეთებულ თავისსავე განცხადებაზეც – მაშინ კალაძე დარწმუნებული იყო და არ […]
კრემლი პროვოკაციულს უწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს

კრემლი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ადანაშაულებს პროვოკაციულ განცხადებებსა და ევროპაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელიც პეტერბურგში მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, დღეს, 7 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაკრონი გამოხატავს „კიევის რეჟიმის აბსოლუტურ მხარდაჭერას“ და „მზადყოფნას კონფლიქტში საფრანგეთის პირდაპირი მონაწილეობისთვის“. პესკოვის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული […]
ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სესიაზე – „ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის” ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა. „სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირების მიზნით, 2014 წლიდან – დღემდე, სააგენტომ […]
პროკურატურამ 3 მილიონ ლარზე მეტი გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებში, თავი […]
ანა წითლიძე – „ქართულმა ოცნებამ“ სანქციები თავის თავს უნდა დააბრალოს – ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ მედიასთან აშშ-ის სანქციებზე საუბრის დროს განაცხადა. წითლიძის თქმით, აღნიშნულს მოჰყვება სანქციები ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შანსი არ აქვს. “ქართულმა ოცნებამ” […]
„ალდაგი“ ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლით უბრუნდება. ალდაგის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ელექტრო ავტომობილების ჭკვიანი დამტენები დაიდგმება. ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველი ჭკვიანი დამტენი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს. მათი თქმით, „ალდაგში“, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ. ინდივიდუალური სადაზღვევო პრემია, სხვადასხვა ფაქტორებისა […]
“ძონძის “კუკლა” – “ასეთ მესიჯებს მიგზავნიან ფაშისტები” – რას აქვეყნებს ელისო ბოლქვაძე?

ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნებიდან! ❌ბულინგის კიდევ ერთი მხილება! ❌ყველა გაშიფრული ხართ საერთაშორისო ორგანიზაციებში! ❌ეს არის მათი სახე-ნამდვილი ფაშისტები!
“ქოცკა, მოგეხნა გამზრდელი?!” – რა მესიჯით ჩაურიცხეს 1 თეთრი ბოჭორიშვილს? – “სანქციები ამას ასაზრდოებს”
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ავრცელებს სქრინებს, სადაც ჩანს მინაწერი და ასევე, საბანკო ანგარიშზე ერთი თეთრის ჩარიცხვა, დანიშნულებით: – “ამაზრზებო ქოცკა, მოგეხნათ გამზრდელი?!” და წერს: ამ წუთამდე გაურკვეველი მანუპულაციები სანქციებით აი ასეთ მესიჯებს და ხალხს ასაზრდოებს
მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მომართვიანობა მზარდია – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სააგენტოში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მზარდი მიმართვიანობაა. ამის შესახებ ლექვინაძემ თბილისის მერიის ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, სესიაზე გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა. “სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ფორმირების მიზნით, 2014 წლიდან […]