პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული […]

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, „სემეკთან“ არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. „სემეკის“ ცნობით, ამჯერად, შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა. „გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „პომი“ სამაცივრე მეურნეობას აშენებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „შპს პომი“ ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. „საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია „პომისთან“ ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში. აღნიშნული […]

გურამ ოქროპირიძე – სპორტი და ეკონომიკა ურთიერთკავშირშია და აქვთ სიმბიოზური ურთიერთობა სოციალური ცხოვრების მზარდი კომერციალიზაციის პირობებში

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათი ცნობით, გურამ ოქროპირიძემ სპორტისა და ეკონომიკის ურთიერთქმედების მასშტაბებსა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, სპორტისა […]

„ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი“ – თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა 2009 წელს 560 000 ფუნტ სტერლინგად ფარულად შეიძინა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი გაყიდა

„ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი“ – თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა 2009 წელს 560 000 ფუნტ სტერლინგად ფარულად შეიძინა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი გაყიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა 2009 წელს ლონდონში ბინის შესაძენად 560 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, გასაჯაროების შემდეგ კი გაყიდა. ამის შესახებ აღნიშნულია „ორგანიზებული დანაშაულის და […]

ნაძალადევში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქსელის არ არსებობა ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოსახლეობის თხოვნა იყო მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მერიის […]

„ღვინის ექსპორტის ზრდა კარგია, რუსულ ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულება ცუდი“ – მინისტრის მოადგილე

კარგია, რომ ღვინის ექსპორტი რეკორდულად იზრდება და ცუდია, რომ არის ჭარბი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ ღვინის გაორმაგებული ექსპორტის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. „მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გახდა ერთ-ერთი წამყვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც გამოწვეულია სწორი სახელმწიფო პოლიტიკით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ დარგის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რათა […]

ლუკა შველიძე – პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს

პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს! ასევე ძალოვნები, რომლებიც დასანქცირდნენ, მართალია ისინი არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, თუმცა ისინი ხელს აწერენ ახალგაზრდებზე ძალადობას, ხელფასის გამო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულო ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ, სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. „პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, მაგრამ რომ გითხრათ ამაზე გული დამწყდა, ეს ასე […]

ნიკოლოზ კახეთელიძე – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილს, თბილისსაც საკუთარი წვლილი შეაქვს

ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრები ვართ და თუ გვინდა, რომ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, საკუთარი ქალაქიდან უნდა დავიწყოთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. კახეთელიძის თქმით, ლოკალური, თუ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში ყველა ადამიანს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. „მდგრადი განვითარების […]

რევაზ სოხაძე – ქალაქის სწორი სივრცითი მოწყობა ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გრძელდება. დღეს სესიაზე სახელწოდებით, „სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ პრეზენტაციით თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, რევაზ სოხაძემ სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დედაქალაქის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე […]