ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. „გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ყველა დონეზე თანამშრომლობის განვითარების მოლოდინშია. ვუსურვებ მას ყოველგვარ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე!“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.
სერბეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სერბეთში დაპატიჟა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სერბეთში ვიზიტით დაპატიჟა. ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად გისურვებთ წარმატებით და ყურადღებით შეასრულოთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები, რომელიც თქვენ გაკისრიათ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დაუღალავი ჯაფით საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის თქვენ გაამართლებთ ნდობას. იმ დროს, როცა მსოფლიო ბევრი მძიმე […]
სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება
სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ. „ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. […]
კოლსი: ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

ქართული ოცნების რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს გადასცა – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
კობახიძის თხოვნა, უარი – კალაძეს და კრიტერიუმი, რითიც ყაველაშვილი შეირჩა – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, სანამ დღის წესრიგში უდიპლომო დეპუტატის პრეზიდენტად დასმა გადაწყდებოდა, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, არაღიარებული მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის კანდიდატურა შესთავაზა. კობახიძის არგუმენტი იყო, რომ კალაძეს მერობის ვადა ეწურება და ხალხშიც “ოცნების” სახეებს შორის ყველაზე მეტი მოწონების მაჩვენებელი აქვს. როგორც წყარო “შაბათის ეთერთან” ამბობს, ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. რამდენიმე წუთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას შეუდგებიან, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა აღდგება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს დილიდან, 07:00 საათიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას, ასევე ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები […]
როგორი შეფასებები მიიღეს “ნაპოლის” ფეხბურთელებმა “უდინეზესთან” მატჩში?

სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში „ნაპოლიმ“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად „უდინეზე“ 3:1 დაამარცხა. ანალიტიკურმა საიტებმა ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს: Whoscored: ანგისა 8.0, მერეტი 7.6, მაკტომინეი 7.5, დი ლორენცო 7.3, ნერესი 7.3, ლუკაკუ 7.1, პოლიტანო 7.0, ლობოტკა 6.8, ოლივეირა 6.8, რაჰმანი 6.3, ბონჯორნო 6.0. Sofascore: ანგისა 7.8, მერეტი 7.5, მაკტომინეი 7.5, დი ლორენცო 7.4, ნერესი […]
“ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – კოლსი

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“ – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია,“ – წერს კოლსი.
ინვესტორთა დაცვა და მართლმსაჯულება კრიზისისას ფარის ფუნქციას ითავსებს – ზურაბ ლალაზაშვილი

ყველა ქვეყანა, სადაც ხდება პოლიტიკური არეულობა და ამ დროს არ ზარალდება ბიზნესი, არის ძლიერ ინსტიტუციებზე დამოკიდებული, რომლებიც მსგავსი ტიპის არეულობის დროს ფარის ფუნქციას ითავსებს, – ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტებია: მართლმსაჯულება, ინვესტორის დაცვა, სასამართლო და ა.შ. „არსებობს ორი მოდელი: როდესაც სტაბილურობა პიროვნებაზეა დამოკიდებული და მეორე, […]
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში EU-ს წილი 22%-მდეა შემცირებული, შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ 1%-ია – Gnomon Wise

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ი თავის პუბლიკაციაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს მიმოიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 22%-მდეა შემცირებული, თუმცა შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთიდან ინვესტიციების ამ დონემდე შემცირების მიზეზი მის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია, რასაც, თავის მხრივ, კვლევითი ინსტიტური იმით ხსნის, […]