ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ოფიციალურმა კიევმა და კიშინოვმა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინამაც და მოლდოვამაც ევროკავშირის მოთხოვნები გაითვალისწინა. ახლა გადაწყვეტილება უკვე წევრი ქვეყნების ხელშია. “მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების […]
“რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?” – იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

იტალიური გამოცემები დღესაც წერენ, რომ ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონ ევროდ შეძენის სურვილი არავის გამოუჩენია, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი კლუბის ხელმძღვანელებს კვარაცხელიას ნებისმიერ ფასად ხელში ჩაგდება მოსთხოვა. და ისმის კითხვა, რა არის ამის მიზეზი? “ნაპოლის” ჩაგდებულ სეზონშიც კი ხვიჩამ 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. წარმატებულ ასპარეზობას უკვე იმდენად მიგვაჩვია, […]
პატიმრობა მედვედევს, სოლოვიოვს და სიმონიანს – IFIDH ICC-ის დაკავების ორდერებს სთხოვს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევისა და რუსი პროპაგანდისტების დაპატიმრების ორდერის მოსთხოვა. კერძოდ, უფლებადამცველები ვლადიმირ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი კისილიოვისა და სერგეი მარდანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ პროპაგანდისტები ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის გავრცელებით.
Pfizer-ის განცხადებით, კიბოს სამკურნალო მედიკამენტი Lorbrena მილიარდ დოლარიანი ბლოკბასტერი გახდება

Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ, ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტი Lorbrena შესაძლოა გახდეს მილიარდი დოლარის ღირებულების ბლოკბასტერი. ფარმაცევტულმა გიგანტმა განაცხადა, რომ Lorbrena-მ ბლოკბასტერის ტიტული შესაძლოა უკვე 2030 წლისთვის მოიპოვოს. ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს კომპანიას აძლევს ის მონაცემები, რომელთა თანახმად დასტურდება, რომ პრეპარატი პაციენტების ხუთწლიან გადარჩენადობას უზრუნველყოფს, თან, რაც მნიშვნელოვანია – ცხოვრების ხარისხის გაუარესების გარეშე. რამდენიმე […]
ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების $225 მილიონიანი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

პარიზში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო. ჯო ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას უკრაინისთვის 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. „დღეს ხელს ვაწერ დახმარების დამატებით პაკეტს 225 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რათა დაგეხმაროთ ელექტროქსელის რეკონსტრუქციაში”, – მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას. ამასთან, ბაიდენმა ზელენსკის ბოდიში მოუხადა წლის დასაწყისში […]
გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყობა

გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო. „6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, […]
გიგი წერეთელი – ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას თავისი ფასი აქვს

ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას თავისი ფასი აქვს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დასანქცირებას. წერეთელის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ სანქციები არ იქნებოდა, „ეს საკითხი არ იყო სერიოზული და ამერიკელ პარტნიორებს მეგობრობასაც ახსენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები, არც მეგობრული […]
თბილისში მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 გაიხსნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა. სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის […]
ლევან ქარუმიძე – მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ

მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ქარუმიძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, „2011 წელს, რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩაშიც კი მოკლა“. „მრავალი წლის განმავლობაში, 2012 […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა – „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და […]