“ცირკია, მეტი არაფერი” – ჯაფარიძე

პარლამენტის წევრს, რომლის უფლება და მოვალეობა არის, რომ კანონი მიიღოს და კანონის მიღებისთვის ასანქცირებენ… ეგ, ეგ ცირკია, მეტი არაფერი არ არის. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ნუ, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მოსახლეობამ გააკეთოს ამაზე კომენტარი და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს მოსახლეობა პასუხს.
„ნოვა“ – ერთი გაჩერება სრული რემონტისთვის

თუ რემონტი, განსაკუთრებით კი სარემონტო მასალების შეძენა, დამღლელ და შრომატევად პროცესად მიგაჩნიათ, დროა, დამოკიდებულება შეცვალოთ. საქმე ისაა, რომ ყველაფერი, რაც რემონტისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი გაჩერებით, ერთი მისვლით სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვაში“ შეიძინოთ. შესაბამისად, დაზოგოთ დრო, ძალისხმევა და ფინანსები. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ რემონტს, შუა პროცესში ხართ თუ საბოლოო ეტაპზე გადახვედით – „ნოვაში“ […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 6 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
„რამდენი ბავშვი მოკალი დღეს?“ – მეთიუ მილერს სახლთან აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ (ვიდეო)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ მეთიუ მილერს საცხოვრებელ სახლთან პროპალესტინელი აქტივისტები დახვდნენ. „მეთიუ, რას ამბობ, დღეს რამდენი ბავშვი მოკალი, შე ლაჩარო!“, – სკანდირებდნენ პროპალესტინელი აქტივისტები. მეთიუ მილერს სახლთან შეკრებილი აქტივისტებისთვის პასუხი არ გაუცია, მან ნაზად გაუღიმა, ხელი აუწია და შინ შევიდა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს […]
ლარის გაუფასურება გრძელდება – როგორია 8 ივნისის კურსი

ლარი კიდევ გაუფასურდა – ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.64 თეთრით. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8247 ლარია, ერთი ევროსი – 3.067 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8222 ლარი ღირდა, ევრო – 3.0703 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6082 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული […]
უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე – სტოლტენბერგი

უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს. ამბობს, რომ ამის უფლება უკრაინას საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს. “ეს ომი რუსეთმა მშვიდობინი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც არასდროს ყოფილა რუსეთისთვის საფრთხე. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მკვლელობებსა და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას […]
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 5 რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის 9 რეგიონზე რუსეთს თავდასხმის დროს, რუსული ძალების მიერ გასროლილი ხუთივე რაკეტა და 53-დან, 48 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები ავრცელებენ. კიევის ცნობით, რუსული ძალები კიევის რეგიონს დრონებითა და Kh-101/Kh-555 რაკეტებით დაესხა თავს, რამაც ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. პარასკევს დილით ხანძრის ჩასაქრობად სასწრაფო დახმარების […]
„ნოვა“ – ერთი გაჩერება სრული რემონტისთვის

თუ რემონტი, განსაკუთრებით კი სარემონტო მასალების შეძენა, დამღლელ და შრომატევად პროცესად მიგაჩნიათ, დროა, დამოკიდებულება შეცვალოთ. საქმე ისაა, რომ ყველაფერი, რაც რემონტისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი გაჩერებით, ერთი მისვლით სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვაში“ შეიძინოთ. შესაბამისად, დაზოგოთ დრო, ძალისხმევა და ფინანსები.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა – „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ […]