ბიბილოვის დაბრუნების შანსი – არჩევნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს სამ პოლიტიკოსს – ანატოლი ბიბილოვს, ძამბოლატ თედეევსა და ამჟამინდელ პრეზიდენტ ალან გაგლოევს შორის. ამ არჩევნებში საკუთარი პარტიების გამარჯვებას ისინი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მთავარ პირობად მიიჩნევენ ამომრჩეველს, ესმის რა მიმდინარე მოვლენების არსი და სწორედ ამიტომ ხმას მისცემს ისე, როგორც […]
მომავალ კვირაში ჰავანაში, კარიბის ზღვის სანაპიროსთან, ოთხი რუსული სამხედრო გემი შევა – კუბა

კუბის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ჰავანაში ოთხი რუსული სამხედრო გემი შევა. Reuters-ის თანახმად, მათ შორისაა ბირთვული წყალქვეშა ხომალდი „ყაზანი“ და სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“. ამავე დროს, ოფიციალურ ცნობაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდები არ არიან აღჭურვილი ბირთვული იარაღით და საფრთხეს არ უქმნიან რეგიონს. “ვიზიტი შეესაბამება კუბასა და რუსეთს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და მკაცრად […]
“ბიზნესი ელოდება უარეს ხვალინდელ დღეს” – გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი რუსული კანონის შედეგებზე საუბრისას, მედიასთან ამბობს: “შედეგი არის გაუფასურებული კურსი, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეკონომიკას, რადგან ამაზეა მიბმული ფასების დინამიკა ქვეყანაში და ამაზეა მიბმული ფინანსური სტაბილურობა. კრიზისი დაიწყო და როგორ გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ აქტორზე, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საქართველოს მთავრობაზე, რომელიც სამწუხაროდ, თავის რიტორიკას კიდევ უფრო ამკაცრებს დასავლელი პარტნიორების […]
ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოდის

გაზეთმა “ფაინენშალ თაიმს” (Financial Times) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკება, მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. მოლაპარაკების დაწყება 1 ივლისისთვის უნდა მოხდეს, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეობას როტაციით უნგრეთი გადაიბარებს. აღნიშნული განცხადება 7 ივნისს ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ გააკეთა. “წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ. მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა […]
ცისკარიშვილი: ოცნებამ ქვეყანა ავტოკრატთა კლუბში შეიყვანა – უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველო ავტოკრატიულ კლუბში შეიყვანა. პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის გეგმებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა, ენერგია, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი და “საბოლოოდ მოვიშოროთ ავტოკრატიული რეჟიმი”. “ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი სამოგზაურო გეგმები […]
“ბოდიში იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით” – ბაიდენმა ახალი დახმარება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა. “ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა დაგვედო, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვიქმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მას […]
პეტრე ცისკარიშვილი – აშშ-მა „ოცნების“ წარმომადგენლები დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის გამო დაასანქცირა – ოპოზიციამ, ხალხმა უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ჩავატაროთ რეფერენდუმი და საბოლოოდ მოვიშოროთ ავტოკრატიული რეჟიმი

აშშ-მა „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის გამო, დაასანქცირა. ამიტომ, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ქართველმა ხალხმა უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია, ჩავატაროთ რეფერენდუმი და საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ავტოკრატიული რეჟიმი. ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ცივილიზებული სამყაროს წევრი, წინ ვერაფერი აღუდგება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. მისი თქმით, „ოცნების“ რეჟიმმა თავიანთი მოქმედებებით, შეგვიყვანა ავტოკრატთა […]
საქართველოში 1.4 მილიონამდე ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა

2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობა 1.7 მილიონ ავტომობილს აღწევს. ავტომობილის მარკებს შორის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: მერსედეს ბენცი, ტოიოტა, ფორდი, ვაზ და ოპელი. რაც შეეხება ავტომობილის მოდელებს მთლიანობაში აქ FORD TRANSIT-ი ლიდერობს, კონკრეტულად მსუბუქ ავტომობილებში კი TOYOTA PRIUS 1.4 მილიონამდე ავტომობილი +10 წლის ასაკისა. მანქანების 41% ბენზინის საწვავზე მუშაობს, 19% დიზელზე, ბენზინ-აირზე 9%, ჰიბრიდია 8%, […]
„ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევები მცირდება“ – სეს

ქვეყანაში ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები გახანგრძლივდა. ამას თან ერთვის ზაფხულისთვის დამახასიათებელი ინფექციები, რომლებიც საკვების მოხმარებას უკავშირდება. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება სურსათის უვნებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამ დღეს საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. თბილისში, რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა – „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ […]