აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან სცემეს

ნაცემი სტუდენტის ვიდეოს თსუ-ს ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს. ვიდეოში ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მინიმუმ ორი ადამიანი თავს დაესხა ზურგიდან, თუმცა არ დაუნახავს ხელი ჩაარტყეს თუ სხვა რაიმე საგანი. “თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან ლექციიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი, უკვე გზაზე გადმოვდიოდი და უკნიდან ვიგრძენი. შემდეგ მეც შევუბრუნე ხელი, ვცდილობდი თავდაცვას. შემდეგ მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე, ალყაში […]
შალვა პაპუაშვილი – სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო, გუშინ მოვისმინეთ, რომ ორი დუჟინი ქართველი ისე დასანქცირდა, არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები

საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ „მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს“. […]
უკრაინას თავის დასაცავად რუსეთზე იერიშის უფლება აქვს – სტოლტენბერგი

უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, იერიში მიიტანოს რუსეთში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე იმისთვის, რომ თავი დაიცვას, – თქვა 7 ივნისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთში ვიზიტისას. შვედეთი ნატოს უახლესი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე ნეიტრალიტეტზე უარი თქვა და ალიანსს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. “უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას”, – თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, […]
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დასხა და თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ. „ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, […]
ლევან ქარუმიძე – სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ – ამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ს „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს – ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. “მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ […]
2024 წელი აჭარაში მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო… გრძელდება მუშაობა სერვისების გაუმჯობესებაზე – ტურიზმის დეპარტამენტი

2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ აჭარაში 4’691’633 ვიზიტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.4 %-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აჭარის უმაღლესს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა. “მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც. […]
“არასერიოზულია”; “სერიოზულად მივუდგეთ”; “სანქციები არ არსებობს” – 3 მესიჯბოქსი ამ დროისათვის

აშშ-ს მიერ რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს მმართველი გუნდის წევრი, ამ ეტაპისთვის, სამი სხვადასხვა ტიპის პასუხით ეხმიანებიან, ზოგი გვარწმუნებს, რომ საერთოდ არ არსებობს ასეთი სანქციები, ზოგი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ სიცილად არ ჰყოფნის სანქციები, ზოგი კი ამბობს, რომ ეს სანქციები ძალიან სერიოზულია, რადგან, კანონის მიღების გამო დაწესდა და “ქვეყნის სიყვარულის გამო სჯიან”. […]
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის […]
ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთში

დღეს, 7 ივნისს, საფრანგეთში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ ამერიკის მხრიდან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს, რათა რუსეთის აგრესიისგან კიევმა თავი უკეთ დაიცვას. ლიდერებმა ისაუბრეს ომის მიმდინარეობაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მის სუვერენულ ტერიტორიაზე უკვე მესამე წელია აწარმოებს. ბაიდენი უშუალოდ გაეცნო უკრაინის თავდაცვის ყველაზე სასწრაფო საჭიროებებს. […]
სფფ-ში საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

7 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. 1/16-ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე 10 ივნისს, მესამე ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 1/8-ფინალური ეტაპიდან საქართველოს თასის გათამშებას ევროტურნირებზე მოთამაშე ქართული გუნდები – დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, საბურთალო და ტორპედო შეუერთდებიან. […]