შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. „რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი […]
შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან პარტიული და „ენჯეო“ აქტივისტები, სამწუხაროდ, ამას ევროკავშირიდან დღემდე არავინ გაემიჯნა

ჩვენ ვხედავთ მთლიანად მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან პარტიული, ასევე „ენჯეო“ აქტივისტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ, “მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი კეფაში 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს და ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი”. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ […]
ესპანეთში ქართველი ქალი მოკლეს

ბარსერლონაში ქართველი ქალი მოკლეს. 32 წლის ნათია გულბანის სასტიკი მკვლელობისთვის მისი ქმარია დაკავებული. თავდაპირველად ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ, თუმცა, მთავარი არხის ცნობით, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გამოძიება მალევე გადაკვალიფიცირდა.
“პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა, სასწრაფო 30 წუთის მერე მოვიდა” – რას ყვებიან მანაგაძეზე თავდასხმის თვითმხილველები

“პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა” – რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას. ინციდენტს ვინც შეესწრო ამბობს, რომ საპატრულო პოლიციამ გვერდით ჩაუარათ, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. როგორც მოქალაქეები ტვ პირველთან ამბობენ, მანაგაძეზე თავდასხმიდან და 112-ზე დარეკვიდან ნახევარ სათზე მეტი გავიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და პოლიციაც მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა თავდასხმის ადგილზე.
ქართული ოცნება კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს გერმანიაში მიღებას მართავს

მწერალი ლაშა ბუღაძე წერს, რომ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას მართავს. ლაშა ბუღაძის მიერ გამოქვეყნებული მოსაწვევის ფოტოს თანახმად, მიღებას გერმანიაში საქართველოს საელჩო აორგანიზებს. ბუღაძე წერს, რომ ღონისძიების მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ. “ეს მოსაწვევი ივანიშვილის რუსების თავხედობით […]
სტუდენტს, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან აქცია დაგეგმა, თავს დაესხნენ

სტუდენტური მოძრაობის – “თავისუფლებისთვის” წევრს, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მოხდა. როგორც მანაგაძე ამბობს, ის უნივერსიტეტის ეზოდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, რა დროსაც თავის არეში რაღაც ჩაარტყეს. “გამოვდიოდი თსუ-ს ეზოდან. ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი და უკნიდან ვიგრძენი რაღაცის ჩარტყმა. არც დამინახავს. რომ შევბრუნდი, მეც შევუბრუნე ხელი, ბუნებრივია. ჩანთა დაუვარდა […]
ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას, ასეთი არასერიოზული ნაბიჯები ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას – პაპუაშვილი

ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას, ასეთი არასერიოზული ნაბიჯები ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას – პაპუაშვილი ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა […]
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობილია, რომ მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა. ნიკო მანაგაძე აქციის – დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია. საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.
ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის კონგრესში ჰამასთან ომის შესახებ სიმართლეს წარადგენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ 24 ივლისს, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჰამასის წინააღმდეგ ომის შესახებ სიმართლეს წარადგენს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს. “აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ამერიკელ ხალხსა და მთელი […]
“საფრანგეთი ამით აცხადებს მზადყოფნას სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის” – პესკოვი

კრემლი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინის ომში “პირდაპირ კონფლიქტში” მონაწილეობის მზადყოფნაში ადანაშაულებს. “პრეზიდენტი მაკრონი გამოხატავს აბსოლუტურ მხარდაჭერას კიევის რეჟიმის მიმართ და აცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის მზადყოფნას პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები არის ძალიან, ძალიან პროვოკაციული, აძლიერებს დაძაბულობას კონტინენტზე და არ იწვევს რაიმე პოზიტიურს”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. პარიზში პრეზიდენტმა მაკრონმა […]