“საფრანგეთი ამით აცხადებს მზადყოფნას სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის” – პესკოვი

კრემლი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინის ომში “პირდაპირ კონფლიქტში” მონაწილეობის მზადყოფნაში ადანაშაულებს.
“პრეზიდენტი მაკრონი გამოხატავს აბსოლუტურ მხარდაჭერას კიევის რეჟიმის მიმართ და აცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის მზადყოფნას პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები არის ძალიან, ძალიან პროვოკაციული, აძლიერებს დაძაბულობას კონტინენტზე და არ იწვევს რაიმე პოზიტიურს”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
პარიზში პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage-2000-5-ის გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ მფრინავებს გადაამზადებს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი ასევე მიიღებს მონაწილეობას 4500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების პროგრამაში, მაგრამ “ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარისკაცების მომზადებაზე საბრძოლო ზონაში”, ასე რომ ეს “ესკალაციას არ ნიშნავს”.
მაკრონი და ზელენსკი დღეს მოლაპარაკებებს პარიზში გამართავს. მოსალოდნელია, რომ ისინი ორ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ითვალისწინებს კრედიტებისა და გრანტების სახით უკრაინისთვის 650 მილიონი ევროს გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია