გერმანიაში აპრილში სამრეწველო წარმოება, ზრდის მოლოდინის მიუხედავად, შემცირდა

გერმანიაში სამრეწველო წარმოება აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა, იტყობინება ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახური (Destatis). Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0,3%-იან ზრდას ელოდნენ. გერმანიაში სამრეწველო წარმოება ზედიზედ მეორე თვეა შემცირდა, მარტში კლება ლ 0,4% იყო. სამომხმარებლო საქონლის გამოშვება აპრილში გაიზარდა 0,8%-ით, კაპიტალური საქონელი – ასევე 0,8%-ით, შუალედური საქონელი – შემცირდა 0,9%-ით. მშენებლობის მოცულობა წინა თვესთან […]

შალვა პაპუაშვილი – როცა ვხედავთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია

როდესაც ვხედავთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, რაც სამწუხაროა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული. „კვლავ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, […]

“ვფიქრობ, ბირთვული იარაღი არასდროს დაგვჭირდება” – პუტინი

ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული ომის დაწყება გამორიცხა. მისი თქმით “იქამდე არასდროს მივა საქმე”. პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მფლობელობაში არსებული ატომური ჭურვები სიმძლავრით მრავალჯერ აღემატება აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებულ ბომბებს. “მე მაინც ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი არასდროს დაგვჭირდება”. – თქვა პუტინმა. 2024 […]

სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო, გუშინ მოვისმინეთ, რომ ორი დუჟინი ქართველი ისე დასანქცირდა, არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები

სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო, გუშინ მოვისმინეთ, რომ ორი დუჟინი ქართველი ისე დასანქცირდა, არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის […]

“ამხელა ქვეყანას ასეთი არასერიოზული ნაბიჯი არ ეკადრება” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “არასერიოზულს” უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას და ამბობს: საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან […]

მარნეულის კულტურის ცენტრში, ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი „სამსახიობო იმპროვიზაცია“ ჩატარდა

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში, ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი „სამსახიობო იმპროვიზაცია“ ჩატარდა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულში ფესტივალი 1-5 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქის პარალელურად მიმდინარეობდა და წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს”, აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის […]

საქართველოზე ჰელსინკის კომისიაში მოსმენა დაიწყო- მთავარი აქცენტები

დღევანდელი მოსმენის სულისკვეთებაც იქნება ის, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა უკეთ გაიგონ, რამდენად მავნე გავლენა ექნება ე.წ. აგენტების კანონს- “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის, ეკა მაღალდაძის ჩართვა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.

ისრაელი რაფას დაბომბვას აძლიერებს, ტანკები დასავლეთით წინსვლას ცდილობენ

იმ დროს, როდესაც ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მომუშავე შუამავლების ძალისხმევის წინსვლის ნიშნები არ ჩანს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ისრაელის ძალებმა ღამის განმავლობაში რაფა ჰაერიდან და ხმელეთიდან დაბომბა, ტანკებმა კი დასავლეთისკენ დაწინაურება სცადეს. ისრაელის ჯარსა და „ჰამასის“ მეთაურობით მებრძოლ პალესტინელებს შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა თქვეს, რომ ტანკებმა, რომლებმაც ეგვიპტესთან საზღვარზე […]

21 ივნისს, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კობახიძეც დაესწრება

21 ივნისს, ბერლინში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებას დაესწრება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც. ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, თავდაპირველად მწერალმა ლაშა ბუღაძემ გაავრცელა. მოსაწვევის მიხედვით, რომელიც მან სოციალურ ქსელში ატვირთა, ღონისძიების მასპინძელი გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაა. ბუღაძის ინფორმაციით, ღონისძიებაზე განზრახ არ მიიწვიეს გერმანიაში მოღვაწე ის ქართველები, რომლებიც მკაფიოდ ანტირუსული სამოქალაქო პოზიცია […]

ვაშაძე: შევხვდი კამერონს – ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ თქვა, რომ ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქციების პოლიტიკას იმ პირებთან მიმართებით, ვინც ცდილობს, საქართველოს გადაახვევინოს EU-ის გზიდან. ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებით, ვინც ცდილობს, საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. 26 ოქტომბერი, ყველა […]