ზურაბ ბატიაშვილი – სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება – საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი

დასანქცირებულთა რაოდენობა ზუსტად ახლაც არ ვიცით, მაგრამ აქ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო და თანაც, მმართველი ელიტისთვის ძალიან მძიმედ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პერსონალური სანქციები ქვეყანაზე ეკონომიკურად ცუდად იმოქმედებს, რადგან სამუშაო ადგილები შემცირდება და ინვესტორები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას აპირებდნენ, აღარ […]

“ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ს სანქცირების”- ვაშაძე კემერონს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დეივიდ კემერონს შეხვდა. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული სამეფო განიხილავს შეუერთდეს აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს. “ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან […] აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, […]

დემოკრატიას დაცვა სჭირდება, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის (D-Day) 80-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მსმენელებს მსოფლიოში დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. “დემოკრატია იწყება თითოეული ჩვენგანით. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ამერიკულ დემოკრატიაზე, ხშირად ვახსენებთ მაღალ იდეალებს, როგორიცაა ცხოვრება, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მაგრამ ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად რთულია დემოკრატიის დაცვა,”-განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო […]

“ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ” – სტუდენტების ნიკო მანაგაძის ცემას ეხმაურებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტები აქტივისტ ნიკო მანაგაძის ცემას ერთობრივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ, 7 ივნისს თსუ-სთან დაგეგმილ აქციაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა. ამის შესახებ სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. სტუდენტების განცხადებით, “ირაკლი კობახიძის ზონდერებმა” მათი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე თავდასხმით ნიკო მანაგაძის დასჯა და სხვების დაშინება სცადეს. “ირაკლი კობახიძის ზონდერებმა […]

ჩინეთის ბანკების მიერ გადახდების შეჩერებით რუსეთის სავაჭრო იზოლაცია იზრდება – Nikkei

რუსეთის სავაჭრო იზოლაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინურმა ბანკებმა გადახდები შეაჩერეს. ინფორმაციას Nikkei ავრცელებს. გამოცემას რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მთლიანი იმპორტი იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. მარტიდან მკვეთრად, ანუ 16%-ით შემცირდა იმპორტი ჩინეთიდან, რასაც ომისდროინდელ მიწოდებებში რუსეთი დიდწილად ეყრდნობა. მარტის ეს ვარდნა 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველი წლიურ […]

კრამერი: ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად მოსკოვის მიმართულებით იმოძრაოს

მე იმედი არ მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი და პრემიერმინისტრი შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებსა და ხედვებს. ივანიშვილმა დასავლეთი და აშშ ომის გლობალურ პარტიად შერაცხა. იგი ფაქტობრივად, დაბალანსებულ პოზიციას აღარ იცავს დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ მიიღო გადაწყვეტილება სრულად იმოძრაოს მოსკოვის მიმართულებით. კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ასევე LGBTQ თემს, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ კობახიძე და ივანიშვილი, […]

საია – ნიკო მანაგაძეს, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დაანონსა აქცია, ფიზიკურად გაუსწორდნენ – მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს: ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები, – ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტის, ნიკო მანაგაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე […]

ბადრი ჯაფარიძე – იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით – სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას

„ქართული ოცნების“ 30 წამყვანი პირი არასასურველია აშშ-თვის, ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები და შეზღუდვები შეეხო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან რუსული კანონის ინიცირების და მისი მიღების სათავეებში. “ქვედა რგოლი ვერ […]

სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე – ნიკო მანაგაძე აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის „ზონდერებმა” ამ გზით სცადეს მისი დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება, ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ

ნიკო მანაგაძე აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის „ზონდერებმა” ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ, – ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკოლოზ კალანდაძემ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტუდენტები ხვალ, 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აპირებენ დახვდნენ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელიც თბილისის […]

7:1 – “ჯვაროსნების” მეტოქემ მალტა გაანადგურა

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტა 7:1 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატამდე ჩეხეთი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 10 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. საქართველოს ევროვნული გუნდი ჩეხეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 22 ივნისს ჰამბურგში დაუპირისპირდება. ჩეხეთი – მალტა 7:1 გოლები: 1:0 ბარაკი (6, პენ), 2:0 ხიტილი (44), 3:0 იურაშეკი (47), 4:0 […]