ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა დიდი დანაკლისი არ იქნება, ფინანსური დახმარება ძირითადად NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება

ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა დიდი დანაკლისი არ იქნება, ფინანსური დახმარება ძირითადად NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი აშშ-ის მხრიდან მუქარას ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ის პირველი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია შემდეგი ნაბიჯი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა იყოს, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ იქონიებს. ეკა სეფაშვილის განმარტებით ამის მიზეზი ის […]

საია – ნიკო მანაგაძეს, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დააანონსა აქცია, ფიზიკურად გაუსწორდნენ – მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს: ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები, – ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტის, ნიკო მანაგაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე […]

სალომე ქურასბედიანმა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში” პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ძლიერი თვითმმართველობების მნიშვნელობასა და მოქალაქეების შესაძლებლობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ. […]

გიორგი ჩაკვეტაძემ „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე” გიორგი ჩაკვეტაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე განახლებულ […]

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ახალი მობილიზაცია არ სჭირდება

რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, თუ რუსეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს უკრაინაში, მაშინ, პუტინის თქმით, არსებული კონტინგენტი საკმარისი არ არის. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის არმიას განსხვავებული ტაქტიკა აქვს. „ჩვენ მტერს ვაიძულებთ იმ ტერიტორიების დატოვებას, […]

ვიმედოვნებთ, შსს ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დამნაშავეთა იდენტიფიცრებას – საია სტუდენტზე თავდასხმაზე – Netgazeti • რუსული კანონი • საია • შინაგან საქმეთა სამინისტრო • Netgazeti.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას. ორგანიზაციის შეფასებით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების და აქტივისტების დევნა და მათზე თავდასხმა უკვე ყოველდღიურობად იქცა. “რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და […]

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით ცესკოს დელეგაცია სტრასბურგში იმყოფებოდა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის […]

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სერვისებში AI-ის გამოყენებაზე საზოგადოებრივ აზრს იკვლევს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნილია საჯარო კომენტარები ფინანსური სერვისების სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე იმ შესაძლებლობებსა და რისკებზე. სახელმწიფოს აინტერესებს როგორ ხედავენ მოქალაქეები რისკებისა და შესაძლებლობებს ამ საკითხთან მიმართებით. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხაზინა მიზნად ისახავს გაზარდოს თავისი ინფორმირებულობა ამ სფეროში რომ ამ საკითხზე სხვადასხვა პერსპექტივა იქნა მოძიებული. ფინანსური დეპარტამენტი განსაკუთრებით დაინტერესებულია […]

საია მოუწოდებს შსს-ს, დროულად გამოკვეთონ ნიკო მანაგაძეზე შესაძლო თავდამსხმელები

არასამთვრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. საია მოუწოდებს შსს-ს, დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები. ასევე მიმართავს, რომ 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაანონსებულ აქციაზე ძალადობისა და მშვიდობიანი დემოსტრანტების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები მიიღონ. ორგანიზაცია, მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი […]

20 წ. | სერიის პირველი თამაში ინგლისის დომინირებით

20-წლამდელთა “ექვსი ერის” მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა, “უმცროს ბორჯღალოსნებთან” გამართული ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა 31:7 მოიგო. ინგლისი თბილისს ამხანაგური თამაშების გასამართად მეორედ ეწვია. მეტოქემ პირველ თამაშში შარშანაც გაიმარჯვა, 5 დღის შემდეგ კი საქართველომ პირველად მოახერხა რაგბის სამშობლოს წარმომადგენლების დამარცხება. წელს “ექვსი ერის” ჩემპიონი შარშანდელზე უკეთესი გუნდით გვეწვია, რაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით ჩვენთვისაც კარგია. […]