კობახიძე ლექციაზე უკანა შესასვლელიდან შევიდა – თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თსუ-ში ისევ უკანა შესასვლელიდან შევიდა. ლექციის პარალელურად დღესაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების აქცია იმართება. გუშინ, 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტ და მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა. ნიკო მანაგაძე ირაკლი კობახიძისთვის უნივერსიტეტთან დახვედრის […]
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ხდება

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იცვლება. 8 ივნისს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. „ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის, 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ […]
საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა – გამოცემა Brussels Signal

საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა Brussels Signal-ი აქვეყნებს. „ის კრიტიკა, რომელიც ახლა მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ იყოს ჭეშმარიტი – მარტივად, რომ ვთქვათ, ძალიან კარგია იმისთვის, რომ რეალური იყოს. ეს არის ზედმეტად ორკესტრირებული, ზედმეტად იდეოლოგიური.კრიტიკა მოჰყვა საქართველოში უცხოელი აქტორების გამჭვირვალობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის მიღებას. კანონმდებლობა მხოლოდ […]
მიხეილ სააკაშვილი – მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს – ეს გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუშია. „მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს […]
აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე […]
ნაცი ოლიგარქი არსად მიდის, უბრალოდ ამტკიცებს, რომ ნამდვილად ოლიგარქიული პარტიაა “ენმ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გაშვებას: “ნაცმოძრაობის პრობლემა არა ხაბეიშვილის გოიმობა, არამედ ჩრდილოვანი, არაანგარიშვალდებული მმართველობაა, ანუ კეზერაშვილია ნაცების პრობლემა და ხაბეიშვილია გადადგომით ნაცი ოლიგარქი არსად მიდის, უბრალოდ ამტკიცებს, რომ ნამდვილად ოლიგარქიული პარტიაა “ენმ”, ანუ ისევ ჩასარეცხია და სანამ არ ჩაირეცხება მთავარი ოპო ძალის პოზიციიდან საფუძვლიანად, სტატუს კვო მოიგებს”- წერს ჩერგოლეიშვილი.
ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს. პარტიის რეგიონული ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა. უცნობმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის ფანჯრიდან მოახერხეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიდინეს. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს მიმართულებით ავიასიხშირეებს ზრდის

აზიის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის – „ინდიგო“ ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად შვიდჯერ შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გაიზარდოს სიხშირეები იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვიდეს. ინდოეთი […]
,,საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს გახსნილი გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან” – პაპუაშვილი X-ზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. პარლამენტის სპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა დაიმსახურა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ალტაში გულშემატკივრობა ფასდება: გაამხნევე საქართველოს ნაკრები და მიიღე დამატებითი საჩუქრები

26 მარტის ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ქართველი ხალხის წარმოუდგენელი ერთიანობით კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაგვამახსოვრდა. სულ მალე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტი შედგება და ეს ამბავი უხმაუროდ არც “ალტაში” ჩაივლის. ალტაში, ამ ზაფხულს გულშემატკივრობა განსაკუთრებულად ფასდება – 30 ივნისის ჩათვლით, შერჩეულ ტექნიკაზე სპეციალური ფასდაკლებები ვრცელდება, როგორც საიტზე www.alta.ge, […]