შალვა პაპუაშვილი – ქურაშის ოთხთავით ვხედავთ იმ სულიერ კავშირს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ამ თემის მკვიდრებსა და ღმერთს შორის არსებობდა -იღვიძებს ის, რაც ჩვენს სისხლში ისტორიულად არის – ეროვნული სიამაყე, სულიერება და რწმენა

დღეს, რესტავრაციის შემდეგ, სოფელ ქურაში, მე-12 საუკუნის სახარება დაბრუნდა, რომელიც ამ სოფლის საკუთრებაა. ისტორიულ სახარებას დაზიანებები ჰქონდა და მოხდა მისი რესტავრაცია. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე მეც ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშში სტუმრობისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ არქივში, 18 თვის განმავლობაში ამ ხელნაწერზე […]

დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები – თინა ბოკუჩავა

მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“. „უპირველეს ყოვლისა, ლევან, მინდა მადლობა გადაგიხადო […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას ეხებოდა, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით […]

ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს. პარტიის რეგიონული ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა. უცნობმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის ფანჯრიდან მოახერხეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიდინეს. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ლევან ხაბეიშვილი – ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა – მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან ჯანმრთელი შევეხიდო პარტიას

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა – მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მას სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს და ამას ყრილობას შესთავაზებს. „12 წელია […]

ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

აზიის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის – „ინდიგო” ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად შვიდჯერ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიკაცია პრიორიტეტია. „ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ […]

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერზე თავდასხმას ეხმაურებიან

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ. „დანიის პრემიერ-მინისტრზე დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმა შემაძრწუნებელია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე. დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთეს. „დღეს საღამოს, კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე […]

შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო

შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება – „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური […]

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის, ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას გამოცდილება და უნარები საერთო ოპოზიციურ ერთობას ახალ იმპულსს მისცემს. „მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის. ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია. ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და მისი […]

საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს გახსნილი გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან – პაპუაშვილი X-ზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. პარლამენტის სპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა დაიმსახურა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. „საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს წევრ 5 ქვეყანას და ევროკავშირის 2 ქვეყანას 2024 წლის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. ამ […]