ნაცმოძრაობის პრობლემა არა ხაბეიშვილის გოიმობა, არამედ ჩრდილოვანი, არაანგარიშვალდებული მმართველობაა – თამარ ჩერგოლეიშვილი

კეზერაშვილია ნაცების პრობლემა და ხაბეიშვილის გადადგომით ნაცი ოლიგარქი არსად მიდის – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას. ,,ნაცმოძრაობის პრობლემა არა ხაბეიშვილის გოიმობა, არამედ ჩრდილოვანი, არაანგარიშვალდებული მმართველობაა, ანუ კეზერაშვილია ნაცების პრობლემა და ხაბეიშვილის გადადგომით ნაცი ოლიგარქი არსად მიდის, უბრალოდ ამტკიცებს, რომ ნამდვილად ოლიგარქიული პარტიაა ენმ. ანუ ისევ […]
ოთარ ზურაბიშვილი – ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია, ისინი წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს. სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო. „ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ […]
ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესკორტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვა. ტერიტორია, ასევე დატოვეს აქციის მონაწილეებმა და სამართალდამცავებმაც. აქციის ორგანიზატორებმა, აქციის წევრებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია ერთად დაეტოვებინათ, ვინაიდან შესაძლო ინციდენტები თავიდან აეცილებინათ. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს მე-2 კორპუსთან, აქციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს სტუდენტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
კობახიძეს თსუ-ში ლექციის ჩატარება კვლავ გაძლიერებული დაცვით მოუწია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს, 8 ივნისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარება კვლავ აქციის ფონზე, გაძლიერებული დაცვით მოუწია. პრემიერი, რომელიც ამავე დროს თსუ-ს ლექტორია, უნივერსიტეტში უკანა შესასვლელით შევიდა. უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან დილიდან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის გასაპროტესტებლად. კობახიძეს უნივერსიტეტში აქციებით მას შემდეგ ხვდებიან, რაც ხელისუფლებამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი […]
მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს – მიხეილ სააკაშვილი

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუშია. „მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს […]
ლევან ბეჟაშვილი – ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება

მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ხაბეიშვილს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდელ […]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ

2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან […]
პეტრე ცისკარიშვილი – თინა ბოკუჩავა ჩვენი პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე გახდება – დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ბრძოლის, „ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების შემდეგი ეტაპი იქნება

ლევან ხაბეიშვილს სჭირდება რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, რადგან ყოველდღიურ მუშა რეჟიმში ჩართული ვერ იქნება, ჩვენი წესდების თანახმად, მან ეს პოზიცია თინა ბოკუჩავას შესთავაზა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, თინა ბოკუჩავა პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება. „პირველ რიგში, მინდა ლევან ხაბეიშვილს ძალიან დიდი მადლობა […]
სწავლება – „გელათი 2024“ დასრულდა

სწავლება – „გელათი 2024“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. „სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფს მხარს უჭერდა “დანა” ბატარეა, 120მმ-იანი ნაღმმტყორცნების ჯგუფი, სატანკო ასეული, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. „8 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 08:40 საათზე, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის -ალანიის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ჩრდილოეთ ოსეთის […]