შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან – ნიკოლეიშვილი

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან – ნიკოლეიშვილი „ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული” თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, […]

ფარმაცევტული გიგანტები მომდევნო პანდემიებისთვის ემზადებიან – კანადაში ვაქცინების ახალი საწარმოები შენდება

ტორონტოში ფრანგული ფარმაცევტული გიგანტის Sanofi-ს ვაქცინების მასშტაბური საწარმო, რომელმაც გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები უნდა აწარმოოს და წვლილი შეიტანოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაში, პროდუქციის გამოშვებას 2027 წლიდან დაიწყებს. მანამდე ქარხნის ამუშავების ვადად 2026 წელი იყო განსაზღვრული. Canadian Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა, როცა კომპანიამ ტორონტოში ვაქცინების საწარმოს გახსნის შესახებ განაცხადა. საწარმოს გახსნის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ყივანახველას, […]

შსს-ს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ

2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან […]

“მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს მოაქვს გუნდისთვის იმხელა სარგებელი, რამხელაც რონალდოს” – პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა. 50 წლის სპეციალისტის თქმით, “ალ ნასრის” ფორვარდი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ძალა იქნება. “კრიშტიანომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ის ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეექვსედ იასპარეზებს, რონალდო ერთადერთია, რომელმაც ევროპირველობაზე 5-ჯერ ითამაშა, ეს უნიკალური მიღწევაა. რონალდოს გამოცდილება წარმატების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება. მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს მოაქვს გუნდისთვის იმხელა […]

“რუსთავის აზოტი” ახალი პროდუქტის წარმოების პროექტზე მუშაობს – ინვესტიცია $65 მლნ-მდეა

“რუსთავის აზოტი” წარმოებული პროდუქტების კალათას ავითარებს და დაახლოებით 2 წელიწადში ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოებას აანონსებს. 65 მლნ დოლარამდე ღირებულების პროექტზე წარმოების მმართველი კომპანია “ინდორამა კავკასუსის” აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ლევან ბურდილაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტების დივერსიფიკაცია კომპანიას წლის განმავლობაში გაყიდვების უწყვეტობას შეუწყობს ხელს. ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოებისთვის კი “რუსთავის აზოტის” მფლობელი მულტი-ნაციონალური კონსორციუმი Indorama Corporation-ი […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩრდილოეთ ოსეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივნისს რუსეთის ტერიტორიაზე 27 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთი სამხედრო თავდასხმის სამიზნე პირველად გახდა. ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ პროხოროვკაში საცხოვრებელ კორპუსებთან ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ევროპული ორგანიზაციები EU-ს ხელმძღვანელობას საქართველოს შესახებ მიმართავენ

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რეპრესიული კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილონ. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის სია) 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მიმართ, […]

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში „ჰამასის“ საწვრთნელი კომპლექსი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში „ჰამასის“ საწვრთნელი კომპლექსი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დასავლეთ რაფაჰში, თელ-სულთანის რაიონში „ჰამასის“ საწვრთნელი კომპლექსი გაანადგურეს და ცენტრალურ რაფაჰში რამდენიმე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ობიექტზე საჰაერო იერიშები განახორციელეს, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს აფარებდნენ.

სააკაშვილი: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ენმ-ის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში

მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა […]

დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას ეხმაურება. „დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი ფრედერიქსენი კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.