“აი, პირველი თვით სანქცირებული ოპოზიციიდან – ლევან ნიკოლეიშვილი ხაბეიშვილზე

„ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან“,-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან […]
ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა, ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, დამიჩაგრეს – კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა – „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც

ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე – ხაბე დამიჩაგრეს. კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ბრძოლები მიდის და ყველა არჩევნების წინ საპატიო ადგილის დაკავებას ცდილობს. […]
ირაკლი ზარქუა – ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი – მისტერ ტრამპ, აბა, თქვენ იცით, გამარჯვებები!

მგონია, რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები, რომ დიახ, ტრამპი შეძლებს, რომ ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი. მე პირადად მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს, ასე რომ, მისტერ ტრამპ, აბა, თქვენ იცით, გამარჯვებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ორმაგი სტანდარტი და სავიზო შეზღუდვის დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენი შემართება არ იცვლება – პარტიას შეუძლია ყველანაირ განსაცდელს გაუძლოს და იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი. თინას კანდიდატურას მიესალმება მთელი პარტია, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის. ჩვენი შემართება არ იცვლება. ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, თინა ბოკუჩავას კანდიდატურას […]
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების […]
ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა

ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 10-12 ივნისს სომხეთში ჩავა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საფუძვლად ალმა-ათის დეკლარაციის გამოყენებას. […]
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა კახეთის საკონსულტაციო ცენტრში სააგენტოს ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა

„აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრას რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მიხეილ ხიდურელმა რეგიონის მეწარმეებთან სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებზე და მათი გამოყენების […]
ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს – მის ადგილს თინა ბოკუჩავა დაიკავებს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებს – ამის შესახებ ხაბეიშვილის მიერ გამართული პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, თინა ბოკუჩავას კანდიდატურას კი “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას რამდენიმე დღეში წარუდგენს. “სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებული მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება, და იცის საზოგადოებამ ერთი თვის […]
“დახვდი კობახიძეს” – თსუ-სთან აქცია დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან დასრულდა ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც „აგენტების კანონის“ დამაზიანებელი შედეგების გარდა, ძალადობასა და ხელისუფლების განცხადებებს აპროტესტებდნენ. პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში ისე შევიდა და შემდეგ, შენობა ისე დატოვა, რომ აქციის მონაწილეებს ის არ უნახავთ. „იმიტომ ვარ მოსული, რომ გუშინ ვუყურე, როგორ სასტიკად და ლაჩრულად სცემეს ლექციიდან გამოსული სტუდენტი – დასისხლიანებული […]
“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” სიამის ტყუპებივით არიან – ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ – ხუხაშვილი

“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” სიამის ტყუპებივით არიან – ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ – ხუხაშვილი ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სიამის ტყუპებივით არიან – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. “ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება […]