გადადგომის შესახებ განაცხადა ისრაელის მინისტრმა ბენი განცმა

ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში მყოფმა ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ბენი განცმა განაცხადა, რომ გადადგა მინისტრის პოსტიდან. მან დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ვერ შეძლო წარმოედგინა ღაზის სექტორში გამარჯვების მიღწევისა და ამ ტერიტორიის ომისშემდგომი განვითარება მკაფიო გეგმა. ბენ განცი ცნობილია, როგორც ნეთანიაჰუს ოპონენტი. მაგრამ იგი სამხედრო კაბინეტში შესვლას 7 ოქტომბერს ისრაელზე (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) დაჯგუფება […]

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გამოაცხადა. მაკრონმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის […]

AI გააქრობს სიღარიბეს და სამუშაო ადგილების 50%-ს – Fortune

Sinovation Ventures-ის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კაი-ფუ ლიმ 2017 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაოების 50%-ს დაიკავებდა და ჩაანაცვლებდა ადამიანებს. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ტექნოლოგია აღმოფხვრის სიღარიბეს. ამის შესახებ Fortune წერს. ბიზნესმენი აზრს არც დღეს იცვლის. ბოლო Fortune Innovation Forum-ზე ჰონგ კონგში მან აღნიშნა, რომ მისი პროგნოზი ძალიან ზუსტი იყო. ლი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური […]

2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს 2:0 ამარცხებს. მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მეტოქის […]

მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა მემარჯვენე-პოპულისტების ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. ასე გამოეხმაურა იგი ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელშიც დიდ გამარჯვებას „ნაციონალურ გაერთიანებაში“ შემავალმა მემარჯვენე პოპულისტებმა. მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ბარდელამ ადრე მოუწოდა მაკრონს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი […]

ევროპარლამენტის არჩევნები: ეგზიტპოლები რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებს

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები. კერძოდ, გერმანიაში, ეგზიტპოლების მიხედვით, ოპოზიცია დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. იქ მემარჯვენე-ცენტრისტული CDU / CSU კავშირი დიდი სხვაობით პირველ ადგილზეა. მიუხედავად კრემლთან შესაძლო კავშირების გამო აგორებული წინასაარჩევნო სკანდალებისა, მეორე ადგილზე არიან მემარჯვენე პოპულისტური პარტია “ალტერნატივა […]

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტია“ 181 მანდატს მიიღებს, სოციალისტები და დემოკრატები – 135-ს – მედიის საპრონგოზო მონაცემები

მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება: „ევროპის სახალხო პარტია” – 181; „სოციალისტები და დემოკრატები” – 135; „ევროპული განახლება” – 82; „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” – 71; „იდენტობა და დემოკრატია” – 62; „მწვანეები – 53 ; „მემარცხენეები” – 34; შეგახსენებთ, რომ […]

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. „დაზიანდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ეს არის საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი […]

მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა – Le Monde

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, – ამის შესახებ Le Monde წერს. ფრანგული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა კოალიციამ მეორე ადგილი დაიკავა. წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენა მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. მისი პარტიის სიის სათავეშიც […]

მედია საპრონგოზო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, „ევროპის სახალხო პარტია“ 181 მანდატს მიიღებს, “სოციალისტები და დემოკრატები” – 135-ს

მედიის ცნობებით, ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობა 51% იყო. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე მაღალი აქტივობა 1994 წლის შემდეგ. პროგნოზი ოდნავ აღემატება 2019 წლის 50,66%-იან აქტივობას.