2023 წელს ყველაზე სუფთა ქვეყანა დანიაა – EPI ანგარიში

იელის უნივერსიტეტმა EPI ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თავმოყრილია ყველაზე სუფთა ქვეყნები. რომლებიც 0-დან 100 ქულამდე რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ინდექსი 32 სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით გამოითვლება. გარემოსდაცვითი სპეციალისტები ამ ინდექსს ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წყაროებზე დაყრდნობით ადგენენ. EPI ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე სუფთა ქვეყანა დანიაა 82.5 ქულით. სამეულშია ლუქსემბურგ და შვეიცარია. იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დანია […]

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი მაიკლ მოსლი გარდაცვლილი იპოვეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი მაიკლ მოსლი გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი მაიკლ მოსლი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოსლის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ, კლარა ბეილი მოსლიმ დაადასტურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსლი მარტო წავიდა სასეირნოდ, როდესაც წყვილი საბერძნეთში, კუნძულ სიმიზე ისვენებდა. კლარას განცხადებით, მისმა 67 წლის მეუღლემ […]

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ ხმების 31% მიიღო. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტიის კანდიდატი, ვალერი ეიე – 15.2%, ხოლო მესამე ადგილზე რაფაელ გლუკსმანი გავიდა, რომელმაც ხმების 14.3% მიიღო. ბარდელამ […]

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, არქიეპიკოპოსმა გალსტანიანმა მომხრეებს ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტისკენ მოუწოდა

ოპოზიციური მოძრაობის „ტავუში სამშობლოსათვის“ ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 10 ივნისიდან დაიწყონ ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. „ჩვენ დაუღალავად უნდა ვუკარნახოთ ხელისუფლებას ჩვენი ნება“, – განაცხადა სომეხმა სასულიერო პირმა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბაგრატ გალსტანიანმა სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 11 ივნისს სესიის ჩატარების მოთხოვნით, რომლის დღის წესრიგში უნდა იყოს […]

ევროკავშირი არ აღიარებს „საპარლამენტო არჩევნებს”, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა – პიტერ სტანო

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. „ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლია

უხვი ნალექის გამო, საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მომატებულია

უხვი ნალექის გამო, საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მომატებულია. meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიური მონაცემებით, სასიგნალო ნიშნულზეა წყლის დონე რამდენიმე მათგანზე. ამ ეტაპზე მდინარე ენგურზე (ხაიში) წყლის დონე 394 სმ-ია და სასიგნალო ნიშნულს სცდება (სასიგნალოდ ითვლება 320 სმ, საშიშად – 500 სმ). სასიგნალო ნიშნულს სცდება ასევე მდინარე მტკვარზე წლის დონე, სადაც სასიგნალო ნიშნული 180 სმ-ია, ამჟამად მტკვარი – ხერთვისის […]

პიტერ სტანო – ევროკავშირი არ აღიარებს “საპარლამენტო არჩევნებს”, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. “ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერაში”, – წერს სტანო პლატფორმა x-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ […]

ბაიდენი და მაკრონი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაბრუნდეს ევროატლანტიკურ გზაზე და ამით, მმართველმა პარტიამ პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, მტკიცედ დაადასტურეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი ერთგულება და აცხადებენ, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან. „შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით, მათ ევროატლანტიკურ […]

ნიუ-იორკში „ჭკვიანი ხეები“ გამოჩნდა

ნიუ-იორკში, ექსპერიმენტული ჭკვიანი ხეების დამონტაჟდა, რომლებსაც ელექტრომობილების დატენა შეძლებენ და 300-350 კმ-ს სულ რაღაც 5 წუთში მიიღებენ. ელექტრომობილების დამუხტვის პროექტს DEAP Tree ჰქვია. ნიუ-იორკში დაფუძნებული Gravity ამბობს, რომ მისი დამტენები 500 კვტ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფენ. Gravity ამ დამტენების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად რამდენიმე დიზაინის მახასიათებელს იყენებს. მანქანებს ენერგია „ხის“ მეშვეობით მიეწოდება, რომელიც ბოძზეა მიმაგრებული. მისი ზედა მკლავი […]

რა გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის შეფერხება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე? – პატენტრწმუნებულთა მოსაზრება

იქცევა თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლო შეფერხება გამოწვევად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე საუბრობენ. პატენტრწმუნებული გიორგი თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ “საქპატენტის” სტრუქტურის ბოლო დროის მთავარი პროექტი სწორედ დასავლური დაფინანსებით შეიქმნა, დასავლური ფონდების საქართველოდან გასვლა კი ინტელექტუალური საკუთრების სფეროსაც შეეხება. “ვიცით, […]