“დასავლეთისგან ნელ იზოლაციასაც კი, ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნება. ამას ყველა იგრძნობს”- გიორგი შაგიძე

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს bm.ge-სთან აფასებს და ამბობს, რომ ყოველდღიურად იზრდება რისკი, რომ ქვეყანაში მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს. მისი თქმით, საქართველო, რომელიც პატარა, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში ვერ შეძლებს განვითარებას და ამით ყველა დაზარალდება. გიორგი შაგიძე აცხადებს, რომ ნელი იზოლაციის პირობებშიც კი, ქვეყანა შეიძლება […]
“სანამ “ჯიტა” დარჩება პარტიულ სტრუქტურად არ ვაპირებ, ვითანამშრომლო, ან ვიყო მასთან აფილირებული” – “კერნელი”

“კერნელის” თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ჯიტასთან” თანამშრომლობას წყვეტს მანამ, სანამ ორგანიზაცია პარტიული სტრუქტურის ნაწილია. მისი შეფასებით, “ჯიტას” ხელმძღვანელი რეჟიმის მსახურია. bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ხალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება დაიწყო – მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ომში, სწორედ პუტინი დგამს ნაბიჯებს ომის გაფართოებისა და გაგრძელებისთვის

არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების შესამჩნევი რაოდენობის გამოყენება დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსები მათ ჯერჯერობით მხოლოდ კურსკის რეგიონში იყენებენ, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელების გამოყენებას ფრონტის სხვა სექტორებში დაიწყებენ. “ამ კატეგორიას შორის დანაკარგები უკვე შესამჩნევია. ფაქტობრივად, მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ამ ომში […]
“ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია” – ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულმა “სპორტ ექსპრესმა” კომენტარის გაკეთება ვეტერან ფორვარდ ზაზა ჯანაშიას სთხოვა, რომელმაც სიტუაცია მოკლედ შეაფასა. “მიხეილი დიდი ხანია პოლიტიკაშია. ის ჯერ დეპუტატი იყო. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია! ჭკვიანი ფეხბურთელებიც არიან”, – ციტირებს ჯანაშიას “სპორტ ექსპრესი”. რაც მთავარია ქართველია, უყვარს სამშობლო და პატრიოტია! […]
4 მომწამვლელი ნივთიერება ერთდროულად – რას იყენებენ აქციების დასარბევად

ტვ პირველის ცნობით, აქციების დროს, მომიტინგეებს წინააღმდეგ მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის გაზის კაფსულა გამოიყენეს. “შაბათის გუნდმა”შეაგროვა, ხალხის მისამართით გასროლი გაფსულები. ოთხიდან სამს არანაირი მაიდენტიფიცრებული ნიშანი არ აქვს, თუმცა თუ აქციის მონაწილეების მონათხრობს დავეყრდენობთ, ეს არსენალი ხალხის წინააღმდეგ პირველად გამოყენეს, რადგან რუსული კანონის საწინააღდეგო აქციებზე 2023 წელს სპეცრაზმი გაზის სხვა ტყვიებს ისროდა. სპეციალისტების თქმით, ქუჩაში, ხალხის […]
“კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე…” – რას ამბობს ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. “კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე. ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით. დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 – 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი). […]
მექანიზმები, რომელიც ახალ ავტომობილს აქვს, იცავს მძღოლს საგზაო შემთხვევებისგან – ეკა ლალიაშვილი მოძველებული ავტოპარკის საფრთხეზე

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 1 759 743 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 83% ათ წელზე მეტი ასაკისაა. ციფრები აჩვენებს, რომ საქართველოში რომ ავტოპარკი მოძველებულია. რა გამოწვევებს ქმნის მოძველებული ავტომობილები საგზაო უსაფრთხოებისთვის? – საკითხს განმარტავს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ლალიაშვილის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ტექინსპექტირების რეფორმა, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი იმისთვის, რომ […]
გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურავს ვიღაცას – რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი

“გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურავს ვიღაცას”, – ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” იმ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ყვება, რომლის 12 თანამშრომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუდაურში მოხდა. “არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ახლა ექსპერტიზა ტარდება. მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული. მათ შორის ჩემი მაზლიცაა. ეჭვობენ, რომ გენერატორის ბრალია. შუქი არ იყო და გენერატორი ჩართეს. იცით თბილისშიც […]
გუშინ ღამით აქტივისტი, ნიკო მანაგაძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე ადასტურებს. როგორც ცნობილია, მანაგაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მშვიდობიანი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად კიდევ ერთი პირი, ნიკა კალანდაძე იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.