I კვარტალში საქართველოში $201 მილიონის FDI შემოვიდა, კლება – 64%-ია

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება, რადგან თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნული […]

2024 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ […]

მაისში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.4 %-ით მეტი იყო და 2.4% შეადგინა -საქსტატი

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის მაისში ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.0-პროცენტიან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – […]

„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა – მიწისძვრის კუთხით ბომბია“ – თეა გოდოლაძე

„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა – მიწისძვრის კუთხით ბომბია,“ – ამის შესახებ, სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე(სამწუხაროდ ის დოკუმენტაცია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის […]

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში. კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში […]

„წელს დაუსრულებელმა წვიმებმა სატაცურის მოსავალი დააზიანა“ – რა ღირს ბაზარზე 1 კგ სატაცური

საქართველოში სატაცურის სეზონი დასასრულს უახლოვდება. როგორი იყო წელს მოსავალი და რა ღირს ბაზარზე ქართული სატაცური – კომერსანტი თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ კოოპერატივი „ოზაანის“ გამგეობის თავმჯდომარემ ჯაბა გიგოლაშვილმა უთხრა, წელს უამინდობამ სატაცურის მოსავალზე ცუდად იმოქმედა, თუმცა კონკრეტულად „ოზაანის“ შემთხვევაში წარმოება გაზრდილია, რადგან პლანტაციების ფართობი გაიზარდა. „სატაცურის მიმართ მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მოსავლიანობას […]

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში „ნიხასის“ და „ერთიანი ოსეთის“ გამარჯვებაა პროგონოზირებული

9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო არჩევნებში ხმის მისაცემად ვლადიკავკაზიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ამომრჩევლები, მათ შორის, ახალგორშიც. ადგილობრივების აზრით, „არჩევნების“ შედეგები პროგნოზირებადია და მმართველი პარტიის „ნიხასის“ და „ერთიანი ოსეთის“ მიერ ადგილების უმრავლესობის მოპოვებით დასრულდება. ცხინვალში უკანონო არჩევნებისთვის მზადება შეზღუდვებისა […]

„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს აკრძალვებს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – გვანცა ჟორჟოლიანი

„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს აკრძალვებს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – გვანცა ჟორჟოლიანი იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ეთერში მსმენელის კითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ მიერ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს წინასაარჩევნო ნაბიჯია და ელექტორატზე სამუშაოდ არის გამიზნული. „ხელისუფლების გუნდმა ეტყობა გადაწყვიტა, რომ მათი ელექტორატი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ოჯახური […]

მამარდაშვილი “ნიუკასლში” გამოირიცხა – “კაჭკაჭებმა” შეთანხმებას სხვა მეკარესთან მიაღწიეს

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Cope-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნიუკასლმა” “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, “კაჭკაჭებმა” არჩევანი “ბარნლის” მეკარე ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერეს. “ნიუკასლი” “კლარეტებს” ტრაფორდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს.

ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს – საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. “დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.