ქართული ფესტივალი ლევილის ისტორიულ მამულში კვლავ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გრძელდება

ლევილის ისტორიული მამული შთამბეჭდავი პირველი ორი საფესტივალო კვირის შემდეგ ღონისძიებების სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. 8 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: „ჰოროლმა“ გამართა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“; გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟ. სოსო ნემსაძე); შეხვედრა გაიმართა ქართველ კარიკატურისტებთან […]
მამუკა მდინარაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე – გაგვცენ პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!

ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით […]
ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. სამინისტროს ცხნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო […]
კობახიძე ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას (URC 2024) რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება: „URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი […]
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია

საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით უვიზო მიმოსვლა 194 ქვეყანაშია შესაძლებელია. ბოლო ადგილზეა ავღანეთი, მისი პასპორტით უვიზო გადაადგილება მხოლოდ 28 ქვეყანაში შეიძლება. რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტით უვიზო გადაადგილება ნებადართულია 122 ქვეყანაში. […]
მამარდაშვილი “ნიუკასლში” გამოირიცხა – “კაჭკაჭებმა” შეთანხმებას სხვა მეკარესთან მიაღწია

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Cope-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნიუკასლმა” “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “კაჭკაჭებმა” არჩევანი “ბარნლის” მეკარე ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერა. “ნიუკასლი” “კლარეტებს” ტრაფორდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს.
ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. “URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის […]
საია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, სამართალდამცვებისგან სისტემური ძალადობა, თანამდებობის პირებისგან ძალადობის წახალისება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით – „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“. ანგარიშის თანახმად, ხდება […]
ბექა ლილუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე – ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური

[ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური – ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა მიმართული და “ქართულ ოც ებას” ბავშვთა […]
„საქსტატი“ – წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ პირველ კვარტალში 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით. „2024 წლის […]