გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბრიტანეთი აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ შეურთდნენ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან არის

უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან არის, განიხილავენ და შეუერთდნენ ამ საკითხებს. „უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან, […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის უფროსი, მაიკლ სტეინფილდი და მისი ასისტენტი, იოჰანე ერიკსენი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაიკლ სტეინფილდი და იოჰანე ერიკსენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დევი ხვედელიანს, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს ლენა […]

საელჩო: ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მტლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას […]

მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას made in Georgia მეთოდით. როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ

მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას made in Georgia მეთოდით. როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ როგორც ყოველთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დაპირისპირებულმა მხარეებმა სათავისოდ გაიგეს და მოთარგმნეს. შეგუებული ვართ ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანდაყოლილ მანკს, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი […]

ქვიზი: რამდენად იცი ციფრული უსაფრთხოების მთავარი წესები?

ციფრული საფრთხეების მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ონლაინ ანგარიშები, სხვადასხვა მოწყობილობები, პერსონალური და ფინანსური მონაცემები. უპასუხე ჩვენს კითხვებს და შეამოწმე რამდენად იცნობ ან იყენებ ციფრული უსაფრთხოების მთავარ საშუალებებს. ქვიზი: რამდენად იცი ციფრული უსაფრთხოების მთავარი წესები? Giphy სამწუხაროდ, ამ ცოდნით, საკუთარი ციფრული უსაფრთხოების დაცვა გაგიჭირდება. აჯობებს, ამ საკითხზე ცოდნა გაიღრმავო. ამაში IDFI-ის ციფრული […]

რუსეთი: სომხეთს წევრობის შეჩერების სურვილის მიუხედავად ОДКБ-სთან ვალდებულებები კვლავ გააჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ფინანსური ვალდებულებები კვლავ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერება დააანონსა და ბიუჯეტში თანხის შეტანაზე უარი თქვა. “ერევანი ვალდებულად რჩება შეასრულოს ფინანსური მოთხოვნები ორგანიზაციის წესდებასა და სხვა დოკუმენტებთან თანხვედრაში, რომლებიც მიღებულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ”. – აღნიშნავს უწყება. სამინისტროში აცხადებენ, რომ […]

Reuters: EU-ს არჩევნებში ორბანის პარტიამ ბოლო ათწლეულებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

გამოცემა Reuters-ი წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, ფიდესმა ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეროვნულ თუ EU-ს არჩევნებში მიღებულ თავის ყველა შედეგთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. პირველადი შედეგების მიხედვით, ორბანის პარტია, ფიდესი და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატები პირველ ადგილზე ხმების 44.2%-ით გავიდნენ და ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს, მანამდე კი 13 ადგილს ფლობდნენ. მეორე […]

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. „შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ივნისის 08:00 საათიდან 13 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელი სადგურ „შპს „ყამარი მ-ის“ მომხმარებლებს. […]

„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა

„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობას წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. „ტურინში „იუვენტუსის“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას პირველად წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები დღეს პირველ თამაშს ლონდონის აკადემიის გუნდთან გამართავენ. ჩემპიონატში, ჯამში, […]

„საქართველოს ბანკი“ და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას – „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ

„საქართველოს ბანკი“ და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას -„თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ, რომელიც 17 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბიზნეს სესიების ციკლი მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანიებისთვის აქტუალურ რვა საკითხზე ლექციები გაიმართება. „ლექციებს მარკეტინგის, ბრენდინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ შორის არიან: გიორგი ჩუგოშვილი […]