“აკადემიური წინსვლა ოჯახში” – სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის შვილების წარმატება

მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის შვილები საკმაოდ წარმატებულები და, როგორც ჩანს, კარგი მოსწავლეებიც არიან. როგორც სანდრა წერს ნიკოლოზმა სკოლა დაამთავრა, ედუარდმა – მაგისრტატურა, ხოლო თავად სანდრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო გამოცდებს აბარებს. „აკადემიური წინსვლა ოჯახში: ნიკოლოზმა დაამთავრა სკოლა, ედუარდმა მაგისტრატურა და მეც ბოლო გამოცდები (ფსიქოლოგიის საბაკალავრო) მეწყება დღეს…“ – წერს სანდრა რულოვსი. წერს ყოფილი პირველი ლედი და […]
ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს, რათა ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს ათ ივნისს, კრიტიკულ პერიოდში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ჰამასზე (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) და ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა შეწყდეს ცეცხლის ღაზის სექტორში და არ გავრცელდეს ომი ლიბანზე. 7 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთი არეალს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში ყველაზე სისხლიანი […]
ირაკლი ზარქუა – „ხაბე“ მონდომებული, მებრძოლი ბიჭი იყო და ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო – ბოკუჩავაში მებრძოლი სული რა ნახეს, არ ვიცი

„ხაბე“ მონდომებული, მებრძოლი ბიჭი იყო და ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო. ბოკუჩავაში მებრძოლი სული რა ნახეს, არ ვიცი – შევშფოთდი, რომ “ხაბე” დაჩაგრეს, გამოიყენეს და მერე გააგდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერიც ვერ გადალახონ. “შევშფოთდი, რომ “ხაბე” […]
ნიკა გვარამია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით“. მისივე თქმით, „პენსიების ქურდი კანონის“ საშუალებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამართლიან სანქციებს თავს დააღწევს და ამით მიყენებულ ფინანსურ ზიანს. „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საქართველოს მოქალაქეების […]
უცხოური ინვესტიციების 64%-იანი შემცირება მთავრობის ქმედებების შედეგია – ნოდარ სირბილაძე

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირება მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია. „ვხედავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კატასტროფულად, 64%-ით არის შემცირებული. ხაზი უნდა გაესვას […]
ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში […]
,, დაენგრათ ქართველ ექსპერტებს “ანალიზები” და “გათვლები” – გიორგი ფოფხაძე

,, დაენგრათ ქართველ ექსპერტებს “ანალიზები” და “გათვლები” – გიორგი ფოფხაძე საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მოლოდინები ულტრამემარჯვენეების არიქა და ტოტალური გამარჯვების შესახებ გადამეტებული აღმოჩნდა და დაენგრათ ქართველ ექსპერტებს “ანალიზები” და “გათვლები”.. დიახ, ულტრამემარჯვენეებმა საკმაო ხმები დააგროვეს წინა არჩევნებთან შედარებით მაგრამ, არა იმდენი რომ, მათ შექმნან კლიმატი ევროპის პოლიტიკურ რუქაზე.. მაშინ რატომ გადადგნენ […]
ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ – საია-ს ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ(საია) სპეციალური ანგარიში წარადგინა სახელწოდებით – საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, სადაც “მიმოხილულია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში”. საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შეიმჩნევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის […]
BOG და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას “თანამედროვე ბიზნეს გამოწვევები” იწყებენ (რ)

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორობს კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აზროვნების აკადემიასთან“ და იწყებს ბიზნეს სესიების ციკლს „თანამედროვე ბიზნეს გამოწვევები“, რომელიც 17 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება. ბიზნეს სესიების ციკლი მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანიებისთვის აქტუალურ რვა საკითხზე ლექციები გაიმართება. ლექციებს მარკეტინგის, ბრენდინგის, ადამიანური რესურსების […]
რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად აფრიკელ სტუდენტებს უშვებს

რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად ახალგაზრდა აფრიკელებს უშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ათასობით მიგრანტს და აფრიკელ სტუდენტს ხარკოვის ფრონტზე აგზავნის. აფრიკელი ახალგაზრდების ცოცხალ ძალად ბრძოლაში გამოყენება პირველად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა დაიწყო. როგორც ცნობილია, რუსეთის ოფიციალური უწყებები აფრიკელ სტუდენტებს სასწავლო ვიზის და სამუშაო უფლების შეჩერებით ემუქრებიან, თუ ფრონტზე წასვლაზე უარს იტყვიან. ინფორმაციას აფრიკელი სტუდენტების იძულებით გაწვევის შესახებ […]