მიქსონის ვისკის ბუტიკმა საქართველოს ალკოჰოლური სასმლის ბაზარზე სუპერ ექსკლუზივი წარმოადგინა

შოტლანდიური ვისკი – “WOLFBURN GEORGIA 10 YEAR OLD”, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოისხა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების “ევრო 2024”-ზე პირველად მონაწილეობის პატივსაცემოდ. ლიმიტირებული გამოშვება შოტლანდიაში, ჰაილენდის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთში “ვოლფბარნის” უმაღლესი კლასის დისტილერიაში ჩამოისხა, რომლის ხშირი სტუმარი თვით მეფე ჩარლზიც გახლავთ. Wolfburn Georgia წარმოადგენს სინგლ მალტ ვისკის, რომელიც მინიმუმ 10 წელი ძველდებოდა სპეციალურად შერჩეულ ესპანური „შერის“ ღვინის, […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8450 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.8450 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8293 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 7 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8247 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0767 ლარია.

მულტინაციონალურ კომპანიებს ფინანსთა სამინისტროსთვის მთელი ჯგუფის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაევალათ

საქართველოში მოღვაწე ისეთ კომპანიებს, რომლებიც მულტინაციონალური ჯგუფის შემადგენლობაში არიან და რომელთა ჯგუფის მთლიანი შემოსავალიც 750 მილიონ ევროს აღემატება, ფინანსთა სამინისტროსთვის ქართული კომპანიის ანგარიშთან ერთად მთლიანად ჯგუფის ფინანსური ანგარიშის წარდგენაც დაევალათ. ამას ითვალისწინებს ის შეთანხმება, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომელიც OECD-ის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მულტინაციონალური კომპანიებისთვის მინიმუმ 15%-იანი მოგების გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების […]

სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე პეკინის უარის გამო მადლობა გადაუხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას ვან ის მადლობა გადაუხადა პეკინის გადაწყვეტილების გამო, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ლავროვმა მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დაბალანსებული და თანმიმდევრული პოზიციისთვის, რომლის მიხედვითაც პეკინმა გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ […]

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენეების გამარჯვებამ აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი სუსტად გამოიყურება – შედეგები მიუთითებს, რომ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში

სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში – ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ […]

საია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის – „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“ მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აპრილ-მაისში აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა […]

იტალიაში ამ ქვეყნის პრემიერის პარტიას ევროპის პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯიორჯია მელონის პოლიტიკურმა გაერთიანებამ, კონსერვატიული პოზიციის „იტალიის ძმებმა,“ ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა და თავისი პოზიციები გაიმტკიცა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. Reuters-ის ცნობით, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, “იტალიის ძმებმა“ ხმების 28,8 % მოაგროვეს, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის წინა არჩევნებზე, 2019 წელს და უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე 2022 წლის არჩევნებზე, […]

საია-ს ანგარიში – სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე, აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები

სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, – ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით – „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, […]

საია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულებზე ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ – ამასთან, გამოიკვეთა, რომ ზოგჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის,- ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით – „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ […]

რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთს, ბუჩაში ელჩის ვიზიტის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. „შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული […]