მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე […]
Reuters – ულტრამემარჯვენეები ევროკავშირის არჩევნებში წარმატებას აღწევენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე […]
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლომდე, ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო […]
“შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ვითამაშებ” – მიქაუტაძემ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

“მეცის” ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Geo Team-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. 23 წლის ფეხბურთელის თქმით, მომდევნო სეზონში კვლავ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. “გიდასტურებთ, შემდეგ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში ვითამაშებ. ისევ საფრანგეთში დავრჩები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი რომელ კლუბში ვიასპარეზებ. ყველაფერი მალე გაირკვევა”, – განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, გიორგის “მეცი” ლიგა 1-დან, ლიგა 2-ში […]
პაპუაშვილი ანტი-ლგბტ კანონზე: 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი

დღეს დაინიცირდა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” პაკეტი, ბიუროს მიერ გადაეცემა უკვე შესაბამის კომიტეტებს განსახილველად. პარლამენტი დაიწყებს საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში განხილვას. რაც შეეხებ საპარლამენტო ოპოზიციას, ამბობენ, რომ საარჩევნო მიზნები აქვს [ამ კანონპროექტს]. რა გამოდის, რომ ხალხის ნებაა და ქართველი ხალხისგან მოწონებული კანონპროექტია. თუკი ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მხარს? […]
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული 310 ბუშტი გაუშვა

10 ივნისს, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული 310 ბუშტი გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ადასტურებს. კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე ორ ქვეყანას შორის ვითარება მაისში დაიძაბა. ჩრდილოეთ კორეამ 28 მაისს სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული ბუშტები გაუშვა. ჩრდილოეთ კორეის მიხედვით, ეს იყო პასუხი სამხრეთიდან ხშირად გაგზავნილ ბუშტებზე, რომლებიც დატვირთულია “პროპაგანდისტული” ბროშურებით. ჯამში, 28 მაისიდან მოყოლებული სამხრეთ კორეის საზღვარი […]
ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას მსოფლიო ლიდერებიც დაესწრებიან. “ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; […]
ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

ერევანში, სადაც 9 ივნისს ფართომასშტაბიანი კოორდინირებული ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათიეს, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. 10 ივნისის ღამეს მსვლელობის მონაწილეებმა, მოძრაობის ლიდერის, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს. მოხდა მცირე შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გასასვლელებს კეტავდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა […]
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება – აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე […]