„დღის ბოლომდე მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს: „ მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში“ – შალვა პაპუაშვილი

პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები 26 მაისის აღლუმში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ასე უპასუხა: „26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. მნიშვნელოვანია ფიცის დადების ცერემონია და ჩვენი სამხედროების მონაწილეობა. თუკი ვინმე სხვას სურს, რომ ეს ჩვენთან ერთად აღნიშნოს, რა თქმა […]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს – DRI

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) დაკვირვებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს, რაც სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად […]
ველოდებით, რომ თბილისში უძრავი ქონება გაიაფდება – Colliers Georgia

„კოლიერს ჯორჯიაში“ ფიქრობენ, რომ თბილისში უძრავი ქონების ფასი შემცირდება. როგორც კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიზეზი 25%-ით გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნაა. მისივე შეფასებით, ფასზე გავლენას მოახდენს ლარის კურსიც. რაც შეეხება აჭარას, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ბათუმში ბინების გაიაფება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. „მთელ წელზე რომ ვისაუბროთ, პირველ 5 […]
2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება “საკანონმდებლო საქმიანობის” ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილი ცვლილებებით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება. საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის […]
შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს

ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი. პაპუაშვილის თქმით, ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან […]
შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – თუკი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს

ამ კანონპროექტზე 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვის დროს, რომელიც რეგიონში იყო, არამედ 17 მაისს უკვე ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს, ამიტომ ახლა ოპოზიციას ერთადერთი შედეგი ექნება, საბოლოო ჯამში, თუკი მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, საბოლოოდ დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს, – […]
ევროპის კრივის კავშირის (EBU) გენერალური ასამბლეა თბილისში

7-8 ივნისს საქართველომ ევროპული კრივის მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო ბილტმორში EBU_ს გენერალური ასამბლეის შეკრება შედგა. ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტის, პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით წარმართულ ღონისძიებაში ევროპის 40_მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა. გენარალურმა ასამბლეამ იმსჯელა ევროპული კრივის მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და დასახა სამომავლო […]
РИА: F-16-ები და ბაზები უკრაინის გარეთ რუსეთის სამიზნე გახდება თუ ისინი საომარი ამოცანების შესრულებაში ჩაერთვებიან

F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები და სამხედრო აეროდრომები უკრაინის გარეთ მოსკოვის სამართლიანი სამიზნე გახდება, თუ ისინი რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო დავალებების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას – განაცხადა რუსეთის დუმის მაღალი რანგის წევრმა. ცნობას ავრცელებს Reuters-ი, რომელიც აეყრდნობა, საინფორმაციო სააგენტო РИА-ს ცნობას. РИА იმოწმებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს, დუმის, მაღალი რანგის დეპუტატს – თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ანდრეი კარტაპოლოვს. უკრაინას დასავლეთი […]
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის!

სილქნეტის მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული 90-დღიანი პაკეტები დაბრუნდა. სასურველი პირობის გააქტიურება შესაძლებელია, კოდით *022#, აპლიკაციით MySilknet ან პირდაპირ ვებ გვერდიდან: აბონენტები სპეციალურ ფასად ჩაირთავენ ერთ ან მეტ პაკეტს სამი თვით: