“არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს” – რაზე ესაუბრა ნინო თანდილაშვილი ბიზნესს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებები დაიგეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. კერძოდ, ცვლილებები ხორციელდება სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად, ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების […]

“ლუკა პოლარემ” ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა

“ლუკა პოლარემ” გასულ კვირას ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც Bm.GE-ს კომპანიაში განუცხადეს დამატებითი ფილიალების გახსნისთვის კომპანიამ 890 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა. მიმდინარე წლის დასაწყისში განსხვავებული კონცეფციის ფილიალი შეემატა, […]

შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს შვედეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. “შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – წერს შვედეთის საგარეო.

რა გავლენას მოახდენს ლარის კურსის ცვლილება ხორბლის ფასზე – ლევან სილაგავას პროგნოზი

„ლარის კურსის ფაქტორი, ხორბლის ფასზე შესაძლოა წნეხი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ვისაც ნედლეული შემოაქვს, ისინი ყიდულობენ ვალუტაში“ – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე განმარტა სქემაც თუ როგორ ხდება ფასწარმოქმნა. როგორც მან აღნიშნა ქვეყანაში შემოდის ვალუტაში ნაყიდი ხორბალი , იფქვება ფქვილი, შემდეგ ის ლარად […]

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება “საკანონმდებლო საქმიანობის” ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილი ცვლილებებით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება. საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის […]

„ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება“ – დიმიტრი პესკოვი

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით […]

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს. „რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა […]

შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

შვედეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. “შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – წერს შვედეთის საგარეო. *** ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვიაც. განცხადებაში […]

უკრაინა უარყოფს კადიროვის განცხადებას, თითქოს რუსეთმა მორიგი სასაზღვრო სოფელი აიღო

ორშაბათს, ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარყო ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადება, რომ რუსულმა ძალებმა, ჩეჩნეთში დაფუძნებული სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურობით, კონტროლი დაამყარა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე საზღვრისპირა სოფელზე. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ სუმის რეგიონში, რიჟივკაზე კონტროლის აღებას, ახმატ-ჩეჩნეთის ქვედანაყოფი ხელმძღვანელობდა. “მასშტაბურად დაგეგმილმა წინსვლამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა უკრაინულ მხარეს, რომელიც იძულებული […]

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ცენტრისტი ბენი განცი გადადგა

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადება ამის შესახებ 9 ივნისს გააკეთა. ულტრა მემარჯვენე კოალიციაში, განცი ერთადერთი ცენტრისტი წევრი იყო . ბენი განცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: “სინანულით გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გადავდექი მთავრობიდან“. განცმა თქვა, რომ ნეთანიაჰუ, რომელიც მისი თქმით, ხელს უშლის ისრაელს „ნამდვილი გამარჯვებისკენ სვლაში“, გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე იღებს. მან მოუწოდა […]