ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ანგარიშის წარდგენისას, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ ყურადღება იმ რეგლამენტებსა და ნორმებზე გაამახვილა, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით იქნა მიღებული, ასევე, ისაუბრა შრომითი უფლებების აღსრულებისა და მონიტორინგის სისტემაზე. მისი თქმით, […]
სოფელ ღვინკითში უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.
ბლინიკენი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევადაა ჩასული

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბლინკენი ცდილობს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაპირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს და ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს. ამერიკის პირველი დიპლომატი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატა ალ-სისის კაიროში შეხვდა. გეგმის მიხედვით, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ქვეყნის თავდაცვის მინისტრსაც უნდა შეხვდეს. ბლინკენის გამგზავრებამდე, ისრაელმა და “ჰამასმა” გაამკაცრეს […]
ინჯია 2008 წლის ომზე: ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო

“2008 წელს ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო. ეს ყველაფერი აშშ-მა გააკეთა”. – ასე უპასუხა TV პირველის ჟურნალისტს პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც უთხრა, რომ 2008 წელს რუსები საქართველოში შემოიჭრნენ და ქართველები მოკლეს. ინჯიამ ჟურნალისტებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან და რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაახლოებულ პირთან, მამუკა ფიფიასთან მოსკოვში შეხვედრაც დაუდასტურა. ინჯია […]
ლარი დოლართან 2.4 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 1.8 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან 2.43 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.83 თეთრით გამყარდა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8490 ლარია, ერთი ევროსი – 3.0584 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.15 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი – 3.10 ლარი. რუსული კანონის მიღების […]
აშშ-მ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო არ მიიღო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს თქმით, ამერიკამ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო თქვა. მედიის წარმომადგენლებს საელჩოში უპასუხეს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლის გამო მიიღეს, რომელშიც მან აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ნარატივები გაავრცელა. ”ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების […]
არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას – შვედეთი

შვედეთი არ ცნობს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. “შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – წერს შვედეთის საგარეო უწყება. 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მასპინძლობს. „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ […]
ჯაბა სამუშია სოფიას უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიას (ბულგარეთი) უნივერსიტეტის პროფესორთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეთნოლოგიის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და უნივერსიტეტებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოფიას უნივერსიტეტის ეთნოლოგებსა და ისტორიკოსებს არაერთი საინტერესო პროექტი […]
ბექა დავითულიანი – ფაქტია, რომ ევროპელების დიდ ნაწილს არ მოსწონს ის ყოფა, რომელიც დღეს არსებობს

ევროპარლამენტის შიდა ძალთა ბალანსში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, უბრალოდ გაძლიერდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, “ფაქტია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში გამოიკვეთა ტრენდი, რომ მემარჯვენე კონსერვატიული ძალები ძლიერდებიან”. “ეს ტრენდი როგორც ჩანს, ევროპაში არის. იმაზე მსჯელობა, თუ რატომ ხდება, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპელების დიდ […]