ცვლილებები “შავ ლომში”

ახალი სეზონის დაწყების წინ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, “შავი ლომის” შემადგენლობაში ცვლილებებია. გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა. მათ ნაცვლად 2024/2025 წლების სეზონში “შავ ლომში” ითამაშებენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და 9 ნომრები […]
ორბანის პარტიამ კვლავ გაიმარჯვა, თუმცა მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში უნგრეთის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზე გავიდა, ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მიიღო. კერძოდ, წინასწარი შედეგებით, ორბანის ულტრანაციონალისტურმა პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირე „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში 44.7%-იანი მხარდაჭერა მიიღეს, რაც პარტიისთვის ყველაზე დაბალია ბოლო 18 წლის განმავლობაში. შედარებისთვის, 2019 წლის ევროპულ არჩევნებში ორბანის პარტიას 51.48%-იანი […]
დაშინება, მოსყიდვა – როგორ იმარჯვებს ცხინვალის კანდიდატი ახალგორში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი გაქცეულების მოსყიდვა, დარჩენილების დაშინება – სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ახალ საარჩევნო ტექნიკებს ეუფლება. სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] ლენინგორის [ახალგორი – რედ.] რაიონში წეროვანსა და თბილისში მცხოვრებ დევნილებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა იმ პირობით მიენიჭათ, რომ ისინი 9 ივნისს მე-16 ერთმანდატიანი ოლქის (ოლქის აღმოსავლეთი ნაწილი) საარჩევნო უბნებზე მივიდოდნენ და ხმას მისცემდნენ მმართველი პარტია […]
ბერლინის კონფერენციის წინ გადადგა უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელი

უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მუსტაფა ნაიემი გადადგა ერთი დღით ადრე მანამ, სანამ ბერლინში გაიხსნება მასშტაბური კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. ნაიემი 10 ივნისს სოციალურ ქსელებში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო “სისტემური წინაღობების გამო, რომლებიც არ მაძლევდა ჩემი მოვალეობების ეფექტიანად შესრულების საშუალებას”. ნაიემის თქმით, ნოემბრის შემდეგ მისი გუნდი აწყდება “მუდმივ […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 7 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79.62 (+ 1.21) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75.17 (+1.21) დოლარი/ბარელზე.
რას ითხოვს ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან?

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ბესარიონ აპლია მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს სთხოვს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მისი “ოფომორის ქვეშ” მიიღოს და არა საქართველოს, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაში შეიყვანოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Независимая газета წერს. გარდა ამისა, აპლიას მოთხოვნებში ოკუპირებული აფხაზეთისთვის ეპისკოპოსის ხელდასხმა და მოსკოვში აფხაზი დიასპორისთვის ტაძრის გამოყოფა შედის. როგორც აპლიამ გამოცემას […]
შვედეთის საგარეო უწყება – შვედეთი არ ცნობს, “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში

შვედეთი შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ამის შესახებ შვედეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს და ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. „შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს […]
შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საქმიანობენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მხარდამჭერია და შესაბამისად, სკოლის პირველი ნაკადის შეხვედრების სერია შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით გაიხსნა. მათივე ცნობით, დისკუსიის თემა იყო ,,რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი”. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, საჯარო მმართველობაზე, […]
„დარღვევა ათასობით კომპანიას აქვს“ – რა შემთხვევაში დააჯარიმებს საპენსიო სააგენტო დამსაქმებლებს?

დამსაქმებლები საპენსიო შენატანის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდებიან. საპენსიო სააგენტოს შესაბამისი მონიტორინგის ფუნქცია 1-ელი ივნისიდან მიენიჭა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭიჭინაძე BMG-ისთან აცხადებს, რომ 5 წლის განმავლობაში დარღვევები ათასობით კომპანიას აქვს დაგროვილი და საუბარია მილიონობით ლარზე. “5 წლის მანძილზე ათასობით კომპანიაა, რომელიც არ ადეკლარირებს, შეუსაბამოდ ადეკლარირებს ან შესაძლოა აქვს განსხვავება შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო […]
ილია დარჩიაშვილი – პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში. „საქართველოს მთავრობის […]