,, მონათა ტროლები გვყავს შესეული?” – რა წაუშალეს ინგა გრიგოლიას?

,, მონათა ტროლები გვყავს შესეული?” – რა წაუშალეს ინგა გრიგოლიას? ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს: ,,ხალხო,პოსტი წამეშალა, რაც წეღან დავწერე! ვიწია ჯაფარიძეზე და იმ კარგი გოგოს დაჭერაზე რომ დავწერე,ვინც ვიწიას მონა ეძახა ! მონათა ტროლები გვყავს შესეული ? 😡😡😡 ორ წამში წაიშალა პოსტი“

ო’ბრაიენი ე.წ. არჩევნებზე: ვგმობთ ფარს არჩევნებს, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთლიანობას

აშშ- გმობს და არ აღიარებს ფარს საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს ნების გარეშე ჩატარდა. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. წერს X-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

გიორგი რუხაძე – ზეიმი, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდას აქვს, ციფრებს არ ეყრდნობა – ზარქუას და დანარჩენებს ვეუბნები: ბატონებო, თქვენ რომ „გლობალური ომის პარტიას ეძახით“, სწორედ ისინი არიან კვლავაც სათავეში

ევროპარლამენტში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზეიმი, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აქვს გამართული, ციფრებს არ ეყრდნობა , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. გიორგი რუხაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ევროპარლამენტში მყოფ ულტრამემარჯვენეებთან და „მოფაშისტო ელემენტებთან“ აიგივებს. „ლე პენმა მოიგო, ორბანმა წააგო, ვიღაცამ ცოტა მეტი […]

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მალავის მთავრობა ავრცელებს. „საავიაციო სამსახურების ყველა მცდელობა კონტაქტი დაემყარებინათ თვითმფრინავთან, რომელიც რადარებიდან გაქრა, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რადარებიდან გაქრა, მალავის ვიცე-პრეზიდენტ საულოს ჩილიმასთან ერთად კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა. მალავის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ რეგიონულ და ეროვნულ ძალებს თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დასადგენად […]

აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში – ჯიმ ო’ბრაიენი

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ […]

რა რაოდენობის ჯარიმა გამოიწერა საბაჟოზე ნაღდი ფულის უკანონოდ გატანისთვის

MONEYVAL-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც თან ერთვის პრემიერის „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულებას, 2020-2021-2022 წლებში საქართველოს საბაზო საზღვრებზე ჯამში 2 216 202 767 ლარის ოდენობის ნაღდი ფული გადაადგილდა. რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად […]

მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე, პოლიციამ გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე მიიღო – საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე, პოლიციამ გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე მიიღო – საქართველოს რეფორმების ასოციაცია საქართველოს რეფორმების ასოციაცია მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს […]

“გრასი” აცხადებს, რომ აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ მარიამ წიწაკიშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) აცხადებს, რომ მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აერპოროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შენიშვნა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია” აერპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადევას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, ასევე არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების […]

რუს პოლიტიკოსებს მაკრონისა და შოლცის პარტიების მარცხი ახარებთ

რუსი პოლიტიკოსები, განსაკუთრებულ სიხარულს გამოხატავენ ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიების მარცხის გამო. კრემლი ირწმუნება, რომ მემარჯვენე ძალებმა ამ არჩევნებში გამარჯვებით აჩვენეს ორი აღნიშნული ლიდერის “უძლური პოლიტიკის მარცხი, უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთთან ომის გამო.” რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, შოლცს და მაკრონს ასეთი მარცხის შემდეგ პენსიაზე გასვლაც კი ურჩია. […]

შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტის წინ კიბერშეტევების სამიზნე გახდა

10 ივნისს, შვეიცარიის მთავრობის თქმით, ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო სამიტის მოახლოების წინ კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. შვეიცარიაში 15-16 ივნისს გასამართ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა 90-მდე ქვეყანამ და ორგანიზაციამ განაცხადა. ცნობილი ინფორმაციით, მათგან ნახევარი სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა. რუსეთი სამიტზე მოწვეული არაა. თუმცა, შვეიცარიის მთავრობის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ერთობლივი […]