ფედელე: ხალხს ნუ ვატყუებთ, კონტე “ნაპოლის” სკუდეტოს ვერ მოაპოვებინებს

ანტონიო კონტე დღეს დილით ტურინიდან ნეაპოლში ჩავიდა (იხ. ფოტო), სასტუმროში დაბინავდა, ახალ სპორტულ დირექტორთან, ჯოვანი მანასთან ერთად კასტელ ვოლტურნოს ბაზას ეწვია და პერსონალს გაეცნო. გულშემატკივრები რაღაც დიდის მოლოდინში არიან, მათ კი იმედები ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ გადაუწურა, რომელიც როგორც წესი, რასაც ფიქრობს, ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ლაპარაკობს – უმეტესად სიმართლეს. „კონტე სკუდეტოს მოგვაპოვებინებს? ძნელია. მოდით, […]

GRASS: წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას

საქართველოს რეფორმების ასოციაცია თანამშრომლის, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. დღეს, 9 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს “მონა” უწოდა. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. GRASS-ში აცხადებენ, რომ დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს […]

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მერის მოადგილეები აშშ -ის შტატ ფლორიდაში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.

ბელარუსი რუსეთის ბირთვულ წვრთნებს შეუერთდება

10 ივნისს, ბელარუსმა განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ჩაერთვება რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპზე. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, წვრთნები ითვალისწინებს ვარჯიშებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაში. წვრთნების პირველი ფაზა წინა თვეში, რუსეთის სამხრეთში გაიმართა. ბირთვული შეიარაღების დარგის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ეს იყო პუტინის გამაფრთხილებელი სიგნალი, რათა დასავლეთმა შეაჩეროს უკრაინის ომში უფრო ღრმა ჩართულობა. მოსკოვს […]

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მერის მოადგილეები აშშ -ის შტატ ფლორიდაში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ – ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა. “კონფერენციაში მონაწილეობენ ფოთის, ახალციხის, […]

ლარის გაუფასურების შემთხვევაში ინფლაცია მოიმატებს – TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოხდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება, რომელიც დღეისთვის ბოლო 12 თვეა სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა, თუმცა რამდენიმე თვის მანძილზე შესამჩნევია მისი თანდათანობითი მატება. “საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის მხრივ, შეფასება […]

უკრაინელი გენერალი: F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ნაწილი უკრაინის “გარეთ იქნება შენახული”

უკრაინის საჰაერო ძალების ავიაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ F-16-ის ტიპის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი, რომლებსაც კიევს დასავლელი მოკავშირეები პირდებიან, საზღვარგარეთ იქნება შენახული, მათი დაცვის მიზნით უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან. ბრიგადის გენერალმა, სერჰი ჰოლუბცოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ვრცელ ინტერვიუში უთხრა, რომ ამგვარი თვითმფრინავების უცხოეთში ქონა ხელს შეუწყობს საოპერაციო აღჭურვილობის შენარჩუნებას დასავლეთში გაწვრთნილი უკრაინელი პილოტების კორპუსისთვის. […]

ჯიმ ო’ბრაიენი – აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ […]

გიორგი რუხაძე – ზეიმი, რომელიც „ ოცნების“ პროპაგანდას აქვს, ციფრებს არ ეყრდნობა – ბატონ ზარქუას და დანარჩენებს ვეუბნები: ბატონებო, თქვენ რომ „გლობალური ომის პარტიას ეძახით“, სწორედ ისინი არიან კვლავაც სათავეში

ევროპარლამენტში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზეიმი, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აქვს გამართული, ციფრებს არ ეყრდნობა , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. გიორგი რუხაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ევროპარლამენტში მყოფ ულტრამემარჯვენეებთან და „მოფაშისტო ელემენტებთან“ აიგივებს. „ლე პენმა მოიგო, ორბანმა წააგო, ვიღაცამ ცოტა მეტი […]

“გაუტეხელი რკინა არ არსებობს, აუცილებლად გავიმარჯვებთ”- სტუდენტების მიმართვა წულუკიანს

სახელოვნებო უნივერსიტეტების სტუდენტები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობენ, რომელშიც წულუკიანმა პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს “სულელები” უწოდა. სტუდენტები თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ, სადაც წულუკიანი სპექტაკლზე უნდა მისულიყო, თუმცა კულტურის მინისტრი იქ არ გამოჩნდა. სტუდენტებმა მას საერთო განცხადებით მიმართეს. ახალგაზრდებმა გაიხსენეს წულუკიანის განცხადება, სადაც თქვა, რომ სახელმწიფო “რკინის ქუდია”. სტუდენტების თქმით, წულუკიანის მიერ ხსენებული “რკინის ქუდი” მათ მომავალს […]