ჯაპანა-ლანჩხუთის გზასა და ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი […]
3 098 967 ლარის გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის […]
„კაიუტას 800-1000 ევროს ფარგლებში ვჯავშნით“ – რომელია ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულებები ქართველი მოგზაურებისთვის

რომელია ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულებები ქართველი მოგზაურებისთვის და ძირითადად რამდენ დღიან კრუიზებზეა მოთხოვნა. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „კრუიზერის“ დირექტორმა, ანა კირკიტაძემ ისაუბრა. „ყველაზე აქტუალური მაინც არის მიმართულებები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქალაქებიდან და პორტებიდან. ეს იმიტომ, რომ ფრენა უფრო მარტივია და მარშრუტებიც ევროპის ქალაქებს მოიცავს. არის ტურები – ბარსელონიდან, რომიდან. ასეთი ტიპის კრუიზებზე უფრო მეტი მოთხოვნადია, […]
გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? – როგორი გუნდია ჩეხეთი…

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე საუბარს განვაგრძობთ. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ისინი ტურნირს კარგ ფორმაში ხვდებიან და 2007 წლის შემდეგ 5-მატჩიანი მოგებათა სერია პირველად აქვთ. “ლევერკუზენის” ფორვარდმა პატრიკ შიკმა 2 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გაიტანა. ბოლო დღეებში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩეხებიც ჩვენი მსგავსი ტაქტიკური სქემით ასპარეზობენ, ფიზიკურად […]
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდა, […]
15-16 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

15-16 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ საზეიმოდ გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. […]
რამდენად გაამართლა ევროკავშირმა ახალგაზრდების მოლოდინი

ევროპარლამენტის არჩევნებში ასობით მილიონმა ადამიანმა 720 კანონმდებელი აირჩია. რამდენად გაამართლა ევროკავშირმა ახალგაზრდა ევროპელთა იმედები, მისი დიდი გაფართოებიდან 20 წლის შემდეგ, როცა ბლოკში 10 ქვეყანა გაწევრიანდა, მათ შორის 8 – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან?
საქართველოში ყავის ინდუსტრიული წარმოების 3 კომპანიიდან 2 ზარალზე ოპერირებს

ფინსპოტი ყავის ინდუსტრიული წარმოების ბიზნესს 3 კომპანიის მაგალითზე მიმოიხილავს. ესენია: შპს “მეამა” , შპს “ბბ კომპანი” (მონდო) და შპს “ჩერი” განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება და რეალიზაცია როგორც B2B, ასევე B2C არხებით. კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავებულ ბიზნეს მოდელს იყენებენ: – Meama საქართველოში პირველი კაფსულის ყავის მწარმოებელი კომპანიაა. ქართული ყავის წარმოების […]
WP: „აზოვის” მებრძოლებს ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცეს

შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვს” აღარ უკრძალავს ამერიკული იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. უკრაინელი მოხალისეების მიერ 2014 წელს შექმნილი პოლკი „აზოვი” დღეს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია, როგორც სპეცდანიშნულების მე-12 ბრიგადა. წლების წინ, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა „აზოვის” წევრების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენება, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ პოლკის ზოგიერთ […]
ანატოლი ბიბილოვის პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ერთიანი ოსეთი“ ავრცელებს. პარტია აცხადებს, რომ ე.წ „პარლამენტში“ არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი […]