სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულებს კი კომპანია დასაქმებას შესთავაზებს. მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს „ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკაში […]
სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია – „სამართალი“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“, მუშაობს. „სამართლის“ მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 21-მა სტუდენტმა […]
ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს – DRI ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმყრ არჩევნებს აფასებს. მათი ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს, საარჩევნო უბნებზე უცნობი ამომრჩევლების ორგანიზებულად მიყვანას. „2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის დღეს, უამინდობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე ქალაქსა […]
დონორები, პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ. ,,მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის […]
22 – 30 ივნისს თბილისი ბალეტის ფესტივალს უმასპინძლებს

22 – 30 ივნისს თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიმართება, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. 22 და 23 ივნისს ფესტივალს თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოები გახსნის. საბალეტო დასი ორი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს: დანიელი ქორეოგრაფი სებასტიან კლობორგი […]
ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო 29 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. კერძოდ, შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი” 16 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სს „მისო ქართული კრედიტი” – 13 000 ლარით.
ღუდუშაური: მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი

შვიდ ივლისამდე [არჩევნებამდე] საფრანგეთს მივცეთ საშუალება, რომ დავასვენოთ ეს ხალხი, რადგან მათ საკუთარი პრობლემები აქვთ. ხმების კუთხით საფრანგეთის რუკას თუ გადავხედავთ, იქ კატასტროფული მდგომარეობაა. პარიზში, პრაქტიკულად, ოდნავაა ნიშანი იმისა, რომ მაკრონის ხაზი იყოს მბჟუტავი. დანარჩენ ყველა ქალაქში თუ კომუნაში კატასტროფული მდგომარეობაა. მისი პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი, რადგან [ამომრჩევლებმა] პირდაპირ უთხრეს უარი.
ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ბონის უნივერსიტეტში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

ბონის უნივერსიტეტში ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ დისკუსია მოყვა. დოკუმენტური ფილმი ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა წარადგინა, დისკუსიას კი მოდერაციას ბონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორები – ქრისტიან ჰილგრუბერი და მატიას ჰერდეგერი უწევდნენ. “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინაშე […]
მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. „სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი კი, […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“ აქვეყნებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სთავაზობს პასუხს შეკითხვაზე: „ხელფასი უნდა იყოს გარანტირებული ოდენობის თუ მხოლოდ გამომუშავებაზე დამოკიდებული?“ შრომა, ფართო გაგებით, არის სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობის საგანი, კერძოდ: ნარდობის ხელშეკრულების, მომსახურების ხელშეკრულების, დავალების ხელშეკრულების, შრომითი ხელშეკრულების. შრომა, ვიწრო გაგებით, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საგანია. შრომით ხელშეკრულებას (შრომით ურთიერთობებს) აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი. გამომდინარე აქედან, როცა ადგილი […]