ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე დღეს, 9 საათით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – მისამართები

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 11 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ჩახრუხაძის, გურჯის, ნაკაშიძის, დიუმას, ილია და ნინო ნაკაშიძეების, კავსაძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 11 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ჩახრუხაძის, გურჯის, ნაკაშიძის, დიუმას, ილია და ნინო ნაკაშიძეების, კავსაძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის […]

იტალიური შეკრება დაიწყო | ეროვნული ნაკრების მგზავრობა თბილისიდან ტრევიზომდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ტრევიზოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობით თბილისში 1-დან 8 ივნისის ჩათვლით ივარჯიშა, რის შემდეგაც შერჩეული 15 კალათბურთელით ნაკრები იტალიაში, სამწვრთნელო შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა. ნაკრებს იტალიაში შეუერთდება 3 კალათბურთელი – კაპიტანი თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, […]

ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, გასულ კვირას პრაღაში საქალაქო ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. „არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ, რუსეთისგან. ეს არის რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და რომელიც უნდა შევაჩეროთ. რუსეთი გამუდმებით ცდილობს არეულობა დათესოს, ძირი გამოუთხაროს ჩვენი სახელმწიფოს […]

შალვა პაპუაშვილი – დადგმული „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა – დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ. „მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის […]

ირაკლი კობახიძე დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში. ირაკლი კობახიძე დღეს, ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. მთავრობის მეთაური ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. მმართველი გუნდისთვის აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს ჩართულობა, უკრაინისადმი […]

საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.

წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

კომპანია GWP 11 ივნისს ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: მუხრანის ქუჩას შესახვევებით, რატევანის, ლიახვის N 54-60 (ლუწებს) N 53-59 (კენტებს), ბოგვის N7-69 (კენტებს), N 8-68 (ლუწებს), ზიგზაგის, ნაგომარი, შენგელაია, თიანეთის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში:ჩაილურის, […]

+38 გრადუსი – საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

11 ივნისიდან სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას ელიან, კვირის ბოლოს კი ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 38 გრადუსამდე მოიმატებს. როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს, ასევე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში კვლავ მაღალია სეტყვის ალბათობა: „დასავლეთ საქართველოში ხვალიდან შედარებით გამოიდარებს, 15 ივნისის ჩათვლით, მოსალოდნელია უნალექო ამინდები, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. დღეს […]