თავი აარიდა სახელმწიფოს კუთვნილი 3 098 967 ლარის გადასახადს – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავს. უწყება ამბობს, რომ მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 3 098 967 ლარის გადასახადს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, […]

ალტ-ინფომ და პატრიოტთა ალიანსმა საარჩევნო ბლოკი შექმნეს

ალტ-ინფომ და პატრიოტთა ალიანსმა საარჩევნო ბლოკი შექმნეს. როგორც ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, აცხადებს, “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო” არჩევნებში მონაწილეობას პატრიოტთა ალიანსთან ერთად მიიღებს: “ვულოცავ კონსერვატიულ ფლანგს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას! მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა კიდევ 3 თვით გაზარდა “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” პარტიის გაუქმების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენი საჩივრის განხილვის ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 3 თვე პარტიის აღდგენის […]

რუსეთმა დაწყებულად გამოაცხადა ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 11 ივნისს განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპი, რომელშიც ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილებიც ჩაერთნენ და რუს სამხედროებთან ერთად „დაამუშავებენ” არასტრატეგიული ბირთვული იარაღის „საბრძოლო გამოყენების” საკითხებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სწავლების მიზანია პირადი შემადგენლობის და ტექნიკის მზადყოფნა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა პუტინმა პირველად […]

ჩრდილოეთ ოსეთში ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა. სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. “თვითმფრინავი ადამიანებთან ახლოს არ ჩამოვარდნილა. მიწაზე განადგურებული არაფერია”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის სამთავრობო მედია ТАСС თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაგამანადგურებელში […]

უკრაინაში Rheinmetall-ის პირველი სამხედრო საწარმო ამოქმედდა

გერმანული სამხედრო კომპანიის Rheinmetall-ის პირველმა ქარხანამ უკრაინაში 11 ივნისს დაიწყო ფუნქციონირება. ეს ქარხანა გერმანული Rheinmetall-ის და უკრაინული სახელმწიფო საწარმოს – Ukroboronprom-ის საერთო ძალისხმევით აშენდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა გაავრცელა. საწარმო უკრაინას საშუალებას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა ადგილზე შეაკეთოს და დაიწყოს სამხედრო წარმოებაც. კამიშინის ცნობით, დაგეგმილია, რომ საწარმო სამხედრო სატრანსპორტო […]

მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი კი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან […]

რა მაჩვენებლები გაუუარესდა საქართველოს – Trading Economics-ის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში $201.4 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირების ფონზე „კომერსანტი“ იმ მაჩვენებლებით დაინტერესდა, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს. Trading Economics-ის პორტალის თანახმად კვარტალურ და თვიურ ჭრილში, შემცირებულია ქვეყანაში ბიზნესის […]

Christie’s აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პალიმფსესტი გაიყიდება

დღე, 11 ივნისს ლონდონის Christie’s საერთაშორისო აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პალიმფსესტი გაიყიდება. მისი ფასი 1 000 000-დან 1 500 000-მდე გირვანქა სტერლინგია. ინფორმაციას გალერისტი ბაია წიქორიძე ავრცელებს. ხელნაწერი მარტინ შოენის კოლექციიდანაა. რაც შეეხება თავად პალიმფსესტს, ის სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი კოდექსია არამეულ და ქართულ ენებზე, ძირითადი ტექსტი მე-5-7 საუკუნეებით თარიღდება, ზედა ტექსტი გადაწერილია იოანე ზოსიმეს […]

9 ივნისი, ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-6 ტური

9 ივნისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული გია ფოჩხუა გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური თეიმურაზ გუგულაშვილმა მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – გია ფოჩხუა II ადგილი -ალეკო მანაშვილი III ადგილი – ლევან ნინიძე IV ადგილი – რამაზ უკლება V-VI ადგილი – ვალერიან თორელი V-VI ადგილი – […]

გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი – ომი არ დასრულდება, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამასის“ შესაძლებლობები არ მოიშლება

გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი, რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღაზაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს და რომ „ჰამასთან“ უაზრო მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. დიპლომატმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის. გაერო-ში ისრაელის წარმომადგენლის მტკიცებით, ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამასის“ […]